მამუკა გორგოძე (დ. 14 ივლისი, 1984, თბილისი) — საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ფრანგულ კლუბ მონპელიეში მოთამაშე ქართველი მორაგბე. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედგა 2003 წელს 18 წლის ასაკში. სულ ნაკრებში ნათამაშები აქვს 64 მატჩი. 2005 წლიდან 2015-მდე თამაშობდა საფრანგეთის ტოპ-14-ში მონპელიე ჰერო მონპელიეს შემადგენლობაში, ამჟამად თამაშობს ტოპ-14-ის კლუბ ტულონში.