მაჭახელისწყალი
იერსახე
| მაჭახელისწყალი | |
|---|---|
|
მაჭახელისწყლის ხედი გვარას ციხიდან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ართვინის პროვინცია |
| სათავე |
შავშეთის ქედი 41°28′17″ ჩ. გ. 42°03′04″ ა. გ. / 41.47139° ჩ. გ. 42.05111° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2285 მ |
| შესართავი |
ჭოროხი 41°31′06″ ჩ. გ. 41°43′09″ ა. გ. / 41.51833° ჩ. გ. 41.71917° ა. გ. |
| შესართავის მდებარეობა | მაჭახლისპირი |
| სიგრძე | 37 კმ |
| აუზის ფართობი | 369 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 20,8 მ³/წმ |
|
| |
მაჭახელისწყალი, მაჭახლისწყალი[1] — მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს თურქეთში, შავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2285 მ. ერთვის მდინარე ჭოროხს მარჯვნიდან სოფელ მაჭახლისპირთან. სიგრძე 37 კმ. მდინარის აუზის ფართობი 369 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 20,8 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 515.