კლდეკარი
იერსახე
| კლდეკარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°44′35″ ჩ. გ. 44°12′39″ ა. გ. / 41.743111° ჩ. გ. 44.211000° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | კასპის მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2000 მ |
| ქედი | თრიალეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ანდეზიტი და ტუფ-ბრექჩია |
კლდეკარი — მწვერვალი და ხელოვნური კარის მსგავსი გასასვლელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპისა და ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის თხემზე, მდინარეების თეძამისა და ალგეთის წყალგამყოფზე, მანგლისიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე. კლდეკარი აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფ-ბრექჩიებით. მწვერვალის მიდამოები შემოსილია ალპური და შერეული ტყით. კლდეკარის მახლობლად ქედის თხემზე განლაგებულია კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 551.