დიდი აბული
იერსახე
დიდი აბული | |
---|---|
![]() დიდი აბული | |
კოორდინატები: 41°26′17″ ჩ. გ. 43°38′45″ ა. გ. / 41.43806° ჩ. გ. 43.64583° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3301 მ |
ქედი | სამსრის ქედი |
![]() |
დიდი აბული — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამსრის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3301 მ. აგებულია ძირითადად ნეოგენური ჰიალოდაციტებით. ჩამქრალი ვულკანია. ვულკანურ კონუსს სიძველისა და დიდი სიმაღლის გამო დაკარგული აქვს წესიერი ფორმა. დიდი აბულის კალთებზე გამომუშავებულია ძველმყინვარული ცირკები, მორენული ზვინულებითა და პატარა ტბებით. მთის უმეტესი ნაწილი შემოსილია ალპური მდელოებით. ფართოდაა განვითარებული პერიგლაციალური ლოდნარ-ღორღნარები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 411–412.