თრიალეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თრიალეთი.
თრიალეთის ქედი
თრიალეთის ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ჯაბა ლაბაძის ფოტო
თრიალეთის ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კოორდინატები: 41°41′10″ ჩ. გ. 43°30′50″ ა. გ. / 41.68611° ჩ. გ. 43.51389° ა. გ. / 41.68611; 43.51389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი შავიკლდე
სიმაღლე 2850 
სიგრძე 150  კმ
სიგანე 30  კმ
თრიალეთის ქედი — საქართველო
თრიალეთის ქედი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

თრიალეთის ქედი — ქედი საქართველოში, მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში. გაწოლილია დასავლეთით — ახალციხის და აღმოსავლეთით — თბილისის ქვაბულებს შორის. იწყება საბადურის და მთავრდება თბილისთან, თელეთის ქედით. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, მაქსიმალური სიგანე 30 კმ.

თრიალეთის ქედი ძირითადად აგებულია პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები.

თრიალეთის ქედის მთავარი განტოტებებია დასავლეთ ნაწილში — გვირგვინი, საბადური, ჭობარეთი, აღმოსავლეთ ნაწილში — საწკეპელა, თელეთი. ქედის უმაღლესი ადგილია მწვერვალი შავიკლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების სიმაღლე — (არჯევანი, საყველო, კოდიანი, ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, კენჭიყარა და სხვა) 2300—2800 მ აღწევს.

თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო, რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკანური წარმონაქმნები, ქვაბულები, მერწყრები, გამოქვაბებულები და სხვა. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200—1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი — ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200—1300-დან 2000—2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარმუქწიწვიანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეუულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]