შინაარსზე გადასვლა

ერწოს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერწო.
ერწოს ტბა
კოორდინატები: 42°28′13″ ჩ. გ. 43°45′07″ ა. გ. / 42.470333° ჩ. გ. 43.752083° ა. გ. / 42.470333; 43.752083
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 1710 
ფართობი 0,31 კმ²
საშუალო სიღრმე 2,1 
მაქსიმალური სიღრმე 19 
ერწოს ტბა — საქართველო
ერწოს ტბა
ერწოს ტბა — შიდა ქართლის მხარე
ერწოს ტბა

ერწოს ტბაკარსტული ტბა საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, ზღვის დონიდან 1710 მ სიმაღლეზე.[2] ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². საშუალო სიღრმე 2,1 მ, მაქსიმალური სიღრმე 19 მ. აუზში განვითარებულია საშუალომთიანი რელიეფი. ტბას ერთვის 3 მუდმივი შენაკადი.[3]

ტბა მოქცეულია ერწო-წონის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული არასწორი ოვალური ფორმა. ტბის წყლით გამოვსებულია 4 კარსტული ძაბრი, მათი შემჩნევა მახლობელი მთებიდანაც შეიძლება. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყლების როლი ტბის მომარაგებაში შედარებით მცირეა.[4] ტბის წყლით საზრდოობს მდინარე ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი ერწოსწყალი. ტბის მაქსიმალური დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზაფხულში კარგად თბება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ზამთარში იყინება თითქმის 5 თვის განმავლობაში. ტბაში თევზი არ იცის. ერწოს ტბა შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“.[4] ტბის აღმოსავლეთით განლაგებულია სოფელი ერწო.

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009.  გვ. 64.
  2. ილია აფხაზავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 95.
  3. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  4. 1 2 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, გვ. 218, წ. 1982.