ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (ინგ.: Baku-Tbilisi-Ceyhan pipeline - BTC) - 1.760 კმ სიგრძის სადენია, რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელ ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის შირაქ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთაშუაზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი (პირველია დრუჟბას ნავთობსადენი, რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს).

ნავთობსადენის მარშრუტი

გეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაურის ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BTC არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი მსოფლიოში. მისი მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა.

BTC მილსადენი სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს იქნა გაშვებული. მილსადენში გატარებული ნავთობის ნაკადი სტაბილურად იზრდებოდა და გასულ წელს იგი დღეში დაახლოებით 800 000 ბარელ ნავთობს აწვდიდა მსოფლიო ბაზრებს. აღდგენითი და ლანშაფტური სამუშაოები მილსადენის მარშრუტის გასწვრივ მაღალი სტანდარტების შესაბამისად შესრულდა.

2006 წელს ასევე დაიწყო დამატებითი ობიექტების მშენებლობა კოდიანას მთიან მონკვეთზე მილსადენის ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოებისათვის. უსაფრთხოების ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, იგი მუდმივი ობიექტის ფუნქციას ასრულებს, სადაც საცხოვრებელი ოთახები, ოფისები, ტექნილური უზრუნველყოფის ობიექტები, ენერგოწარმოების, კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემები მოეწყო და ექსპლუატაციიათვის საქართველოს სამთავრობო სტრუქტურას - სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს გადაეცა (SPPD).

დასრულდა აგრეთვე ნავთობის ავარიული ჩამოსაცლელის (EDDF) მშენებლობა. ეს ობიექტი 8 500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარია, რომელიც მოთავსდა კიდევ ერთ ბეტონის მიწისქვეშა რეზერვუარში, სადაც ავარიის შემთხვევაში, კოდიანას მონაკვეთის ნებისმიერი ადგილიდან BTC მილსადენიდან დაღვრილი ნავთობი ჩაიცლება და შეინახება.

2006 წელს შეიქმნა მეორადი შემაკავებელი ობიექტების სისტემის პროექტები მილსადენის დაზიანების ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში ნავთობის უსაფრთხოდ შესაკავებლად. თითოეული მეორადი შემაკავებელი ობიექტი მდინარის კალაპოტის ირგვლივ აშენებული დამბითა და შლუზებით აღჭურვილი სალექარი საგუბრებისაგან შედგება. ავარიის შემთხვევაში შლუზები დაიკეტება და შეაჩერებს ნავთობს იქამდე, სანამ ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ჯგუფი ნავთობის უსაფრთხოდ ლოკალიზაციას არ მოახდენს.

BTC მილსადენის დამხმარე საშუალებები მოიცავს რვა ნავთობსაქაჩ სადგურს (ორი აზერბაიჯანში, ორი საქართველოში, ოთხი თურქეთში); თურქეთის ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალს; ორ შუალედურ დგუშის გამტარ სადგურს; ერთ წნევის მარეგულირებელ სადგურს და 101 მცირე ჩამკეტი სარქველის სადგურს.

მილსადენის მშენებლობა განახორციელა პროექტის გაერთიანებულმა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელობით ნავთობსადენის პარალელურად სამხრეთ კავკასიური მილსადენიც აშენდა. მილსადენების სამშენებლო საქმიანობის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე პროექტებში დაახლოებით 22 000 ადამიანი დასაქმდა, აქედან 6 000 საქართველოში. თურქეთში BTC მილსადენი BTC Co.-სახელით და ერთჯერადი ანაზრაურების ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია BOTAS-მა ააშენა.

BTC-ის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 70%-ს მესამე მხარეები აფინანსებენ. BTC-თან დაკავშირებულ სესხებს, საექსპორტო კრედიტებს და რისკის დაზღვევას უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და მსოფლიო ბანკის კერძო ქვეგანაყოფი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), შვიდი ქვეყნის საექსპორტო საკრედიტო ორგანიზაციები და 15 კომერციული ბანკის სინდიკატი. დაფინანსების ხელშეკრულებები საბოლოო სახით 2004 წლის თებერვალში პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ორწლიანი კვლევისა და მონიტორინგის და საჯარო კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა. კრედიტორების მონაწილეობა აუმჯობესებს პროექტის გამჭირვალობას, საშუალებას აძლევს მათ ჩაერიონ პროექტების განხორციელების პროცესში და დახმარება გაგვიწიონ პროექტების განხორციელების პოტენციალის განვითარების საქმეში.

ჩაკეტილი კასპიის ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი პირველი BTC პროექტის მშენებლობა ეკონომიურად დადებითად იმოქმედებს რეგიონზე და გვერდს აუვლის თურქეთის სრუტეებში არსებულ ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას.

წინააღმდეგობრივი ასპექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]