პორტალი:საფრანგეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთის დროშა


საფრანგეთი
საფრანგეთი


საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს.

  • ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; République française.
  • ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).
  • ქვეყნის კოდი - FR.
რედ.

რჩეული სტატია

ბასტილიის აღება, 14 ივლისი, 1789
ბასტილიის აღება, 14 ივლისი, 1789

საფრანგეთის რევოლუცია (ფრანგ. Révolution française) (1789–1799) იყო გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკას, იმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში – აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის ხანიდან მოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.

საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში ძველი მონარქიული რეჟიმი დაემხო და "თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა" გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამისათვის სისხლიანი და ტანჯული გზა განვლო.

სრულად...
რედ.

რჩეული ბიოგრაფია

ვიქტორ ჰიუგო
ვიქტორ ჰიუგო

ვიქტორ-მარი ჰიუგო (Victor-Marie Hugo; ფრანგ. IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802 ბეზანსონი - გ. 22 მაისი, 1885 პარიზი) ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.

საფრანგეტში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია უპირველეს ყოვლისა ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის "განჭვრეტა" და "საუკუნეთა ლეგენდა" განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები "საბრალონი" და "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი".

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.

სრულად...
რედ.

იცოდით, რომ…

ნაპოლეონ ბონაპარტი
ნაპოლეონ ბონაპარტი
  • ...ლუი XIV-ს განსაკუთრებულად უყვარდა ბალეტი, რადგან მამაკაცთა ჩაცმულობა იზიდავდა...
  • ...თავის დროზე ახალგაზრდა ფრანც შუბერტი საფრანგეთის კონსერვატორიაში არ მიიღეს...
რედ.

დღესასწაულები

რედ.

ძირითადი თემები

რედ.

ეს თვე ისტორიაში

პორტალი:საფრანგეთი/მარტი

რედ.

რჩეული სურათი

პარიზი
პარიზი

პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს, ევროპის წამყვანი კულტურული და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი XIX საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

რედ.


დობილი პორტალები

ევროპა გაერთ.
სამეფო
გერმანია ესპანეთი იტალია ნიდერლანდი ბელგია აშშ
რედ.

ქეშის გაწმენდა