ნაბეღლავი (წყალი)
ტიპი | მინერალური წყალი |
---|---|
დაფუძნდა | 1998 |
სათავო ოფისი | საქართველო; გურია |
პროდუქცია | ნაბეღლავი |
შვილობილ(ებ)ი | ბახმარო |
საიტი |
ნაბეღლავი ფეისბუქი |
ნაბეღლავი — ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი ნატურალური მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე.
ჩამოსხმის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადმოცემის თანახმად, გურიის ხელუხლებელი ბუნების წიაღში ადგილობრივ მოსახლეობას ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთი წყაროსათვის, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ. 1905 წელს სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო. 1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდა „ნაბეღლავს“, ძირითადად ყაზახეთის ბაზრისთვის. 1998 წელს შვეიცარელ ინვესტორებთან ერთად არსებული ქარხნის ბაზაზე დაარსდა სს „წყალი მარგებელი“, რომელმაც განაახლა ნაბეღლავის ჩამოსხმა. მთლიანად მოხდა ქარხნის მოდერნიზება, კომპანია სწრაფად განვითარდა და გახდა ერთ-ერთი ლიდერი ქართული მინერალური წყლების ბაზარზე.
2007 წლისთვის სს „წყალი მარგებელმა“ შეისყიდა 25-წლიანი ლიცენზია „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ წყლების მოპოვებაზე. ამ ეტაპზე „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ 30-მდე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
2017 წლიდან „წყალი მარგებელ“-მა ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია „რაუხთან“ ერთობლივი წარმოება დაიწყო.
2017 წლის 24 ივნისს ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გაიხსნა. ამ ქარხანაში „წყალი მარგებელი“ აწარმოებს, როგორც მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“, ასევე „რაუხის“ წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს.
სასარგებლო თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ნაბეღლავი“ ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით; მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ნაბეღლავის სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.
წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყებიდან. ნაბეღლავს იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.
რეკომენდებულია როგორც სასმელი, სუფრის-სამკურნალო წყალი შემდეგი დაავადებების დროს:
- ქრონიკული გასტრიტი, გამწვავების ფაზის გარეშე (შენარჩუნებული, დაქვეითებული და მომატებული სეკრეციული ფუნქციით);
- კუჭისა დათორმეტგოჯა ნაწლავის წყლული რემისიის და არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე;
- ქრონიკული კოლიტი და ენტეროკოლიტი (ტუბერკულოზური, სტენოზური და ბაქტერიული წარმოშობის გარდა), რემისიის ფაზაში;
- ქრონიკული ჰეპატიტები, ღვიძლის ფუნქციის მცირე დარღვევებით;
- ქრონიკული ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი არააქტიურ ფაზაში, ღვიძლის ფუნქციის მცირე გადახრებით;
- ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები;
- ქრონიკული პანკრეატიტი (ტუბერკულოზურის გარდა), რემისიის ფაზაში ხშირი გამწვავების გარეშე;
- შაქრიანი დიაბეტის ინსულინდამოუკიდებელი ფორმა, მდგრადი კომპენსაციის ფაზაში;
- ენდოკრინული ეტიოლოგიის და ალიმენტური სიმსუქნე.
ასორტიმენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაბეღლავი 1 ლ პეტი
- ნაბეღლავი 0,5 ლ პეტი
- ნაბეღლავი 0,5 ლ მინა
- ნაბეღლავი 0,2 ლ მინა
- ნაბეღლავი 0,33 ლ ქილა
- ნაბეღლავი ლაიმით 0,33 ლ ქილა
- ნაბეღლავი გრეიპფრუტით 0, 33 ქილა
ქიმიური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიკარბონატი – 2400-4400 მგ/ლ
- სულფატი – 70-244 მგ/ლ
- ქლორი – 42-95 მგ/ლ
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოქროს ბრენდი 2007
- ოქროს ბრენდი 2008
- ოქროს ბრენდი 2009
- ოქროს ბრენდი 2011
- EU Certificate
- ISO 9001:2000
- ბანკირთა რჩეული მინერალური წყალი
- International Quality Crown Award London 2006
- ბიზნესის ნაციონალური ჯილდო
- Kosher Certificate
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
„წყალი მარგებლის“ ქარხანა
-
„წყალი მარგებლის“ ძველი ქარხანა
-
„ბახმაროს“ წარმოების პროცესი
-
„ნაბეღლავის“ წარმოების პროცესი
-
ნაბეღლავის ბოთლის ძველი დიზაინი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცერცვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 280.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წყალი მარგებელი დაარქივებული 2018-09-20 საიტზე Wayback Machine.