ბურახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბურახით სავსე ტოლჩა

ბურახი[1] — გამაგრილებელი სასმელი. ამზადებენ ქერის ან ჭვავის ალაოს, ჭვავის ფქვილისა და შაქრისაგან.[2] ზოგჯერ უმატებენ სურნელოვან ნივთიერებასაც (მაგ., პიტნას).[2] თავდაპირველად ამზადებენ ბურახის ტკბილს, შემდეგ ადუღებენ ბურახის საფუარებისა და რძემჟავური ბაქტერიების კომბინირებული კულტურით. 6–12 საათში ტკბილის 20–25 °С ტემპერატურაზე დუღილი მთავრდება, აციებენ 10–15 °С-მდე და საფუარს ურევენ, ფილტრავენ და ასხავენ კასრებსა და ბოთლებში. ცნობილია აგრეთვე ხილკენკროვანი ბურახი — ვაშლის, ლიმნის, შტოშის და სხვ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ა., ბურახი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 574, თბ., 1977 წელი.
  3. ბურახი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“.