სოხუმის ბოტანიკური ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოტანიკური ბაღის მთავარი კარიბჭე

სოხუმის ბოტანიკური ბაღი — ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღი კავკასიაში. ის დაარსდა 1840 წელს, როგორც „სუხუმ-კალეს სამხედრო-ბოტანიკური ბაღი“ რუსეთის შავი ზღვის ფორტიფიკაციის ხაზის მეთაური ნ. რაიევსკის მითითებით, რეგიონში ახალი მცენარებიის დანერგვის მიზნით (განსაკუთრებით ჩაისა და ციტრუსების). 1853-55 და 1877-78 წლებში ბაღი თურქებმა გაჩეხეს რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში. 1889 წელს ბაღი სამოქალაქო მმართველობის ხელში გადავიდა, ხოლო 1894 წელს ნარგავების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

სოხუმის ბოტანიკური ბაღი საბჭოთა მმართველობის პერიოდშიც აგრძელებდა განვითარებას და საბოლოოდ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის კვლევის ინსტიტუტის ხელში გადავიდა. ბაღში თავმოყრილ იქნა 4.500-ზე მეტი მცენარის სახეობა, მათ შორის 1200-მდე ტროპიკული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]