შინაარსზე გადასვლა

სავეკუოს მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავეკუოს მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 230 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კონგლომერატი და ქვიშაქვა

სავეკუოს მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 230 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებსა და ქვიშაქვებში. მღვიმე სამსართულიანია, მთავარი (პირველი) დერეფნის სიგრძე 200 მ. სტალაქტიტური ნალექებით ღარიბია. გაედინება პატარა ნაკადული.