ზურნა
იერსახე

ზურნა — აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული კონუსის ფორმის ერთღეროვანი ჩასაბერი მუსიკალური საკრავი.
ივანე ჯავახიშვილის აზრით ამ საკრავის გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ძირითადად XVII საუკუნიდან იწყება.
საქართველოში ამზადებენ უმთავრესად გარგარის, აგრეთვე კაკლის ხისაგან, ღეროზე ზედა მხრიდან ამოჭრილია 7–8 თვალი, ზურგის მხრიდან — ერთი. ბოლო განიერი აქვს. ღეროს სიგრძე 28–30 სმ. ზურნის დიაპაზონია მცირე ოქტავის b-III ოქტავის C, ზოგჯერ შეიძლება IV ოქტავამდე გაზრდაც. მეზურნეების ანსამბლს (დასტა) შეადგენენ უსტაბაში (I მეზურნე), დამქაში (II მეზურნე) და მედოლე. ზურნა სახალხო დღესასწაულების — ქორწილის, ნიშნობის, ჭიდაობის, ყეენობის, ბერიკაობის — აუცილებელი კომპონენტი იყო. ხშირად იხსენიება XVII—XVIII საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 403.
- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 545.
- გრიშაშვილი ი., თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963.
- Абдуллаева С., Народные музыкальные инструменты Азербайджана, Баку, 1972.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- მ. შილაკაძე, „ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა“, თბ., 1970 დაარქივებული 2019-07-30 საიტზე Wayback Machine.
| |||||||||||