საქართველოს საფეხბურთო თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს თასი)
Jump to navigation Jump to search
საქართველოს საფეხბურთო თასი
დაარსდა 1990
რეგიონი საქართველოს დროშა საქართველო
ყველაზე ტიტულ. გუნდი „დინამო თბილისი“ (13-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული „ტორპედო“ (4-ჯერ)

საქართველოს საფეხბურთო თასი — ყოველწლიური სათასო გათამაშება ქართულ საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელსაც ატარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. თასი არის რანგით მეორე საფეხბურთო შეჯიბრი საქართველოში ეროვნული ლიგის შემდეგ. ტურნირი ქართველი ფეხბურთელის – დავით ყიფიანის სახელს ატარებს და მისი სპონსორია კომპანია „ყაზბეგი“.

ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „დინამო თბილისი“, რომელმაც 13-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ტორპედო ქუთაისი“.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გათამაშების ფორმატი დაარსების დღიდან იცვლებოდა: 1990-იან წლებში გათამაშების ფორმატი ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა უმნიშვნელოდ − ასპარეზობა ხან საკვალიფიკაციო ეტაპით იწყებოდა, ხან პირდაპირ პლეი-ოფიდან. 2001 წლიდან გათამაშება დაიწყო შესარჩევი ეტაპიდან, სადაც გუნდები დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში იყვნენ განაწილებულნი, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ პლეი-ოფი მეთექვსმეტედფინალით იწყებოდა. 2004–06 წლებში საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმდა და პირდაპირ პლეი-ოფიდან დაიწყო ტურნირი. 2006 წელს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ინიციატივით გათამაშება ჯგუფურ ეტაპად ჩატარდა. ასეთმა ფორმატმა ორი სეზონი იარსება. 2008 წლიდან საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ყაზბეგის გათამაშება კვლავ ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს თასის გათამაშება 1990 წლიდან იღებს სათავეს. იგი ტარდება ეროვნული ჩემპიონატის დაარსების დღიდან და ჩემპიონატის პარალელურად ტარდება. 2007 წელს თასი დაზიანდა, მაგრამ დამზადდა ახალი ტიტული.

თასის მფლობელები ევროპაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს თასის მფლობელები თავდაპირველად უეფა-ს თასების მფლობელთა თასზე, შემდეგ კი უეფა-ს თასზე გამოდიოდნენ, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევდნენ. 2004 წელს წარმატებას მიღწია საქართველოს თასის მფლობელმა და ჩემპიონატის მეორე ადგილოსანმა – „დინამო თბილისმა“, რომელიც უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა[1].

2006 წელს, უეფას თასზე თასის მფლობელმა „ამერმა“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ბერლინის „ჰერტას“, თუმცა საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა ანგარიშით 2–3[2].

ფინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი გამარჯვებული ანგარიში დამარცხებული
1990 გურია (1) 1–0 დ.დ ცხუმი სოხუმი
1991–92 დინამო თბილისი (1) 3–1 ცხუმი სოხუმი
1992–93 დინამო თბილისი (2) 4–2 დინამო ბათუმი
1993–94 დინამო თბილისი (3) 1–0 რუსთავი
1994–95 დინამო თბილისი (4) 1–0 დინამო ბათუმი
1995–96 დინამო თბილისი (5) 1–0 დ.დ დინამო ბათუმი
1996–97 დინამო თბილისი (6) 1–0 დინამო ბათუმი
1997–98 დინამო ბათუმი (1) 2–1 დ.დ დინამო თბილისი
1998–99 ტორპედო (1) 0–0 დ.დ; პენ.4–2 სამგურალი
1999–2000 ლოკომოტივი (1) 0–0 დ.დ; პენ.4–2 ტორპედო
2000–01 ტორპედო (2) 0–0 დ.დ; პენ.4–3 ლოკომოტივი
2001–02 ლოკომოტივი (2) 2–0 ტორპედო
2002–03 დინამო თბილისი (7) 3–1 სიონი
2003–04 დინამო თბილისი (8) 2–1 ტორპედო
2004–05 ლოკომოტივი (3) 2–0 ზესტაფონი
2005–06 ამერი (1) 2–2 დ.დ; პენ.4–3 ზესტაფონი
2006–07 ამერი (2) 1–0 ზესტაფონი
2007–08 ზესტაფონი (1) 2–1 ამერი
2008–09 დინამო თბილისი (9) 1–1 დ.დ; პენ.2–0 რუსთავი
2009–10 ვიტ ჯორჯია (1) 1–0 დინამო თბილისი
2010–11 გაგრა (1) 1–0 დ.დ ტორპედო
2011–12 დილა (1) 4–1 ზესტაფონი
2012–13 დინამო თბილისი (10) 3–1 ჩიხურა
2013–14 დინამო თბილისი (11) 2–1 ჩიხურა
2014–15 დინამო თბილისი (12) 5–0 სამტრედია
2015–16 დინამო თბილისი (13) 1–0 სიონი
2016 ტორპედო (3) 2–1 მერანი მარტვილი
2017 ჩიხურა (1) 0–0 დ.დ; პენ.4–3 ტორპედო
2018 ტორპედო (4) 2–2 დ.დ; პენ.4–2 გაგრა

სტატისტიკა კლუბების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი გამარჯვებული ფინალისტი გამარჯვებული ფინალისტი
დინამო თბილისი 13 2 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004, 2009, 2013, 2014, 2015, 2016 (გ) 1998, 2010
ტორპედო 4 5 1999, 2001, 2016 (შ), 2018 2000, 2002, 2004, 2011, 2017
ლოკომოტივი 3 1 2000, 2002, 2005 2001
ამერი 2 1 2006, 2007 2008
დინამო ბათუმი 1 4 1998 1993, 1995, 1996, 1997
ზესტაფონი 1 4 2008 2005, 2006, 2007, 2012
ჩიხურა 1 2 2017 2013, 2014
გაგრა 1 1 2011 2018
გურია 1 0 1990
ვიტ ჯორჯია 1 0 2010
დილა 1 0 2012
ცხუმი სოხუმი 0 2 1990, 1992
რუსთავი 0 2 1994, 2009
სიონი 0 2 2003, 2016 (გ)
სამგურალი 0 1 1999
სამტრედია 0 1 2015
მერანი მარტვილი 0 1 2016 (შ)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UEFA Cup 2004-05“, rsssf.com. წაკითხვის თარიღი: 11 ოქტომბერი 2017. 
  2. UEFA Cup 2006-07“, rsssf.com. წაკითხვის თარიღი: 11 ოქტომბერი 2017.