აქვსენტი გიორგაძე (4 ივნისი, 1976, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი 1996-2011 წლებში. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედგა 1996 წლის 12 აპრილს ჩეხეთის სარაგბო ნაკრების წინააღმდეგ მატჩში. მას შემდეგ ეროვნულ გუნდში მან 62 კეპი მოიხვეჭა და 12 ლელო გაიტანა (60 ქულა). ითამაშა სამ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2003, 2007, 2011 წლებში. სარაგბო კარიერა კი „ტულუზის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებით დაასრულა. მომდევნო სეზონზე კი აქვსენტი გიორგაძე სამწვრთნელო ასპარეზზე გადაბარგდა.[1]