ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)
![]() | |||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია | ||
---|---|---|---|
მეტსახელი | ვეტერინარები | ||
დაარსდა | 1997 | ||
სტადიონი |
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 2000) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2019 | მე–10 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — თბილისის საფეხბურთო კლუბი. კლუბის სპონსორია შ.პ.ს. „ვიტ ჯორჯია“, რომელიც ცხოველთა საკვების, ვეტერინარული წამლებისა და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული. გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს მიხეილ მესხი 2-ზე. 2004 წელს ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
ბოლო დეკადაში „ვიტ ჯორჯია“ ევროსარბიელზე თითქმის სისტემატურად თამაშობს და მეტწილ შეხვედრებში დაამტკიცა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან პაექრობა შეუძლია.
Noblesse oblige - ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის „ვიტ ჯორჯიას“ სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: „ღირსება გვავალდებულებს“. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიტ ჯორჯიას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1997-98 წლების სეზონში ჰქონდა. მალე გუნდი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო კლუბად იქცა.
გუნდი 1997 წლის ბოლოს დაარსდა და უმაღლეს ლიგაში მორკინალი ჩაანაცვლა.
ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა, თუმცა მომავალ სეზონში უკვე მე-7 საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი, კიდევ ერთი სეზონის შემდეგ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მას შემდეგ თბილისელები რეგულარულად მონაწილეობენ უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში. 2003-2004 წლების სეზონზე მოპოვებულმა ჩემპიონობამ კი მათ საშუალება მისცა უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეთამაშათ. თავდაპირველად გუნდმა ფარერული ტორსჰავნი დაამარცხა. თუმცა კრაკოვის ვისლასთან ორი მატჩის ჯამში 2:11 წააგო.
ნესტორ მუმლაძის ხელმძღვანელობით უეფას თასზე პირველად გადალახეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, როცა სპარტაკ ტრნავას სძლია. მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს.
უმაღლესი ლიგის 2008-2009 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა, სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა.
2014-2015 წლების სეზონზე ვიტ ჯორჯია დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან, 2015-2016 წლებში ვიტ ჯორჯიამ პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რეგლამენტის თანახმად უნდა გადასულიყო უმაღლეს ლიგაში, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ არ დართო უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება.
2018 წლის სეზონის ბოლოს ვიტ ჯორჯია ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილას გავიდა, რის შედეგადაც ეროვნული ლიგის მეცხრე ადგილოსან სამტრედიას დაუპირსიპირდა სადაც გასვლა ფრედ 2:2 ხოლო საშინაო მატჩი 4:0 მოიგო, ეროვნულ ლიგაში, თუმცა ზუსტად ერთ წელში, ათ გუნდიან ჩემპიონატში, ბოლო ადგილი დაიკავა და კვლავ დაქვეთდა ეროვნულ ლიგა 2-ში.
სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1997-2004 წლებში ვიტ ჯორჯია თამაშობდა შევარდნის სტადიონზე, 2004 წლიდან ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს ატარებს მცხეთაში, არმაზის სტადიონზე, თუმცა 2008-2009 სეზონისთვის საქართველოს პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ კლუბებს მოთხოვნები გაუმკაცრა და ვიტ ჯორჯიას არ დართო ამ სტადიონზე თამაშების გამართვის უფლება, რადგანაც იგი ვერ აკმაყოფილებდა პროფლიგის მოთხოვნებს. მას შემდეგ ვიტ ჯორჯია თავის საშინაო მატჩებს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებდა, 2010 წლიდან რუსთავის ფოლადის სტადიონზე, 2011 წლის გაზაფხულზე თბილისში თემქის შატილის სტადიონზე, მაგრამ 2011 წელს არმაზის სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ტრიბუნაზე ძველი ხის სკამების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი ინდივიდუალური სკამები, რის გამოც ტევადობა 3000–დან 2000–მდე შემცირდა სკამების ფერები ვიტ ჯორჯიის ტრადიციულ მწვანე და თეთრ ფერებშია, ასევე დაიგო ახალი ხელოვნური საფარი, რეაბილიტირებულ იქნა ვიპ ლოჟა, სადაც ახალი სავარძლები დამონტაჟდა. რეკონსტრუქციის შემდეგ არმაზის სტადიონს დაერქვა მცხეთა პარკი.
2019 წლის ეროვნული ლიგის საშინაო მატჩები ვიტ ჯორჯიამ მიხელი მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ჩაატარა.
2020 წლის ეროვნული ლიგის მატჩებს კი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ატარებს.
ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს თასი
- გამარჯვებული (1): 2009/2010.
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული: 2008/2009
- ფინალისტი: 2009/2010
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 1996/1997
ეკიპირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიტ ჯორჯიას 2004 წლიდან მოყოლებული მოსავდა გერმანული UHLSPORT
2016 წლიდან იტალიური Erreà
შემადგენლობა 2019[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სეზონის მეორე ნახევრის მონაცემებით
|
|
2014/2015 წლის ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოვიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოზ. | ფეხბურთელი | ყოფილი კლუბი |
---|---|---|
მცველი | ![]() |
![]() |
მცველი | ![]() |
![]() |
მცველი | ![]() |
![]() |
მცველი | ![]() |
![]() |
ნახევარმცველი | ![]() |
![]() |
ნახევარმცველი | ![]() |
![]() |
ნახევარმცველი | ![]() |
![]() |
ნახევარმცველი | ![]() |
![]() |
ნახევარმცველი | ![]() |
![]() |
* — იჯარით
** — იჯარიდან
წავიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
* — იჯარით
** — იჯარიდან
ცხრილში მოცემულია ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯისას.
ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2014-15 | ვანო კურდღელაშვილი | ![]() |
5 |
2013-14 | გიორგი კორიფაძე | ![]() |
8 |
2012-13 | ბესიკ ჩიმაკაძე | ![]() |
5 |
2011-12 | ბესიკ ჩიმაკაძე | ![]() |
7 |
2010-11 | გიგა ბეჭვაია | ![]() |
7 |
2009-10 | ვახტანგ კვარაცხელია | ![]() |
12 |
2008-09 | ვახტანგ კვარაცხელია | ![]() |
11 |
2007-08 | ნიკოლოზ გელაშვილი | ![]() |
7 |
2006-07 | ზაზა სახოკია | ![]() |
? |
2005-06 | ოთარ მარცვალაძე | ![]() |
14 |
ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
---|---|---|---|
2019 — | ![]() |
||
2017 — 2019 | ![]() |
||
2015 — 2017 | ![]() |
||
2013 — 2015 | ![]() |
||
2012 — 2013 | ![]() |
||
2011 — 2012 | ![]() |
||
2010 — 2011 | ![]() |
||
2009 — 2010 | ![]() |
1 | დავით ყიფიანის თასი 2010 |
2009 — 2009 | ![]() |
1 | სუპერთასი 2009 |
2005 — 2009 | ![]() |
1 | უმაღლესი ლიგა 2009 |
2005 — 2006 | ![]() |
||
2004 — 2005 | ![]() |
1 | უმაღლესი ლიგა 2004 |
2001 — 2003 | ![]() |
||
2002 — 2003 | ![]() |
||
1997 — 2001 | ![]() |
ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რევაზ გოცირიძე
- ვლადიმერ გოჩაშვილი
- ვახტანგ კვარაცხელია
- გიგა ბეჭვაია
- გიორგი დათუნაიშვილი
- ჯაბა ლიპარტია
- ირაკლი კლიმიაშვილი
- სანდრო იაშვილი
- ოთარ მარცვალაძე
- დავით იმედაშვილი
- ნიკოლოზ გელაშვილი
- დავით დიღმელაშვილი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|