გოხნარის ეკლესია
(გადამისამართდა გვერდიდან გოხნარი (ეკლესია))
გოხნარის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°39′57″ ჩ. გ. 44°18′38″ ა. გ. / 41.66583° ჩ. გ. 44.31056° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | გოხნარი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მანგლისისა და წალკის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | XI საუკუნის მეორე ნახევარი |
დეტალები
|
გოხნარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარში. ეკლესია დგას წალკისაკენ მიმავალი გზის პირას.
დარბაზული ეკლესია სამხრეთის მინაშენით აგებულია XI საუკუნის მეორე ნახევარში. შემოსილია ბაზალტის თლილი ფილებით. აქა-იქ შეინიშნება კედლის მხატვრობის კვალიც. სამხრ. კარის ბალავრის ქვაზე ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოიხსენიება ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავი და მისი შვილები რატი და იოანე. მის ირგვლივ სასაფლაოა. საფლავის მოზრდილ ქვებზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები, მშვილდები, სახნისები და სხვ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 132.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: