აშიკ-ქერიბი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აშიკი ქერიბი)
„აშიკ-ქერიბი“
დამდგმელი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი
დოდო აბაშიძე
რეჟისორი დავით აბაშიძე
სერგეი ფარაჯანოვი
სცენარის ავტორი გია ბადრიძე
მიხეილ ლერმონტოვი (მოთხრობა)
როლებში იური მგოიანი
სოფიკო ჭიაურელი
რამაზ ჩხიკვაძე
კონსტანტინე სტეპანკოვი
კომპოზიტორი ჯავანშირ ყულიევი
ხმის ოპერატორი გარი კუნცევი
ოპერატორი ალბერტ იავურიანი
მონტაჟი მ. პონომარენკო
მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი,
შოთა გოგოლაშვილი,
ნიკოლოზ ზანდუკელი,
კარენ დავიდოვი,
ბესიკ გელაშვილი,
ეკატერინე მაღალაშვილი,
ელენე კანდელაკი,
ალექსანდრე ვლასოვი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1988
ხანგრძლივობა 73 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული
აზერბაიჯანული

„აშიკ-ქერიბი“[ა]1988 წელს სერგო ფარაჯანოვისა და დოდო აბაშიძის მიერ გადაღებული ფილმი მიხეილ ლერმონტოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ეს იყო ფარაჯანოვის ბოლო დასრულებული ფილმი, მიძღვნილი მისი უახლოესი მეგობარი ანდრეი ტარკოვსკისთვის, რომელიც ორი წლით ადრე გარდაიცვალა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

აშიკ-ქერიბს სურს ცოლად ითხოვოს შეყვარებული, თუმცა ამ უკანასკნელის მამა თანახმა არაა ქერიბის ხელმოკლეობის გამო. სატრფო ფიცს დებს დაელოდოს ვაჟს ათასი დღე, სანამ ის დაბრუნდება საკმარისი ფულით, რათა მამამისი დაითანხმოს. აშიკ-ქერიბი ქონების მოსახვეჭად შორ გზას დაადგა. დიდხანს იმოგზაურა. ბევრი რამ გადაიტანა. სიმდიდრე ვერ იშოვა, ბევრი რამ შეიცნო და ერთგულ სატრფოს კვლავ უპოვარ პოეტად დაუბრუნდა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპული კინოს აკადემიის პრემია „ფელიქსი“ საუკეთესო მხატვრის ნომინაციით (შ. გოგოლაშვილს, გ. ალექსი-მესხიშვილს, ნ. ზანდუკელს), დასავლეთ ბერლინი (1988).

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფილმის 1988 წლის აფიშაზე ქართულად დატანილია სახელწოდება „აშიკ-ქერიბი“.[1] ეროვნულ ფილმოგრაფიას მოხსენიებული აქვს როგორც „აშუღ-ყარიბი“.[2] ენციკლოპედია „საქართველოში“ გვხვდება სახელებით „აშუღი ქერიბი“ და „აშიკი ქერიბი“.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფილმის აფიშა. „საქინფორმკინო“ (1988). ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
  2. აშუღ-ყარიბი. ეროვნული ფილმოგრაფია. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
  3. გოგოლაშვილი შოთა მინას ძე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 68.