თერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თერგი
TerekRiver NorthGeorgia.jpg
თერგი
სხვა სახელი ლომეკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები კავკასიონი
ქალაქები მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყიზლარი
სათავე ზილგახოხის მყინვარი
42°37′17″ ჩ. გ. 44°14′51″ ა. გ. / 42.62139° ჩ. გ. 44.24750° ა. გ. / 42.62139; 44.24750
შესართავი კასპიის ზღვა
43°35′43″ ჩ. გ. 47°33′35″ ა. გ. / 43.59528° ჩ. გ. 47.55972° ა. გ. / 43.59528; 47.55972
შესართავის სიმაღლე −28 მ
სიგრძე 623 კმ
აუზის ფართობი 43,2 კმ²
თერგი — კავკასია
თერგი
თერგი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg თერგი ვიკისაწყობში

თერგიმდინარე საქართველოსა და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ². სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ².

თერგი შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან 34 მ³/წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე — 305 მ³/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — არდონი, ურუხი, მალკა; მარჯვენა — სუნჯა. საქართველოს ფარგლებში — სნოსწყალი. თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარის აუზშია ბაქსანის, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით (კალმახი, თერგის ორაგული, კობრი, ფარგა და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა, აგრეთვე ქალაქები: ვლადიკავკაზი, მოზდოკი და ყიზლარი.

ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]