საქართველოს კონსერვატიული პარტია
საქართველოს კონსერვატიული პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ზვიად ძიძიგური |
ისტორია | |
დაფუძნდა | 2001 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
კონსერვატიზმი კონსტიტუციური მონარქია[1] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტია |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | კრწანისის მე-2 შესახვევი, N15-17 თბილისი |
http://conservatives.ge/ge/ |
საქართველოს კონსერვატიული პარტია, კონსერვატორები — მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია საქართველოში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტიას თავდაპირველად ერქვა „ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორები“ და წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთობას.
2002 წელს კონსერვატორები გაერთიანდნენ ბლოკში „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი“ ბლოკში შედიოდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია და ეროვნულ ძალთა გაერთიანება-კონსერვატორები. ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%. არჩევნების გაყალბების გამო, კონსერვატიული პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისა.
2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იყვნენ ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ შემადგენლობაში და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. კონსერვატორებმა შეწყვიტეს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა იმავე წლის გაზაფხულზე.
2005 წლის 23 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ, კონსერვატიულმა პარტიამ და საქართველოს ერთიანობის კავშირმა გამაერთიანებელი ყრილობა ჩაატარეს. ყრილობაზე სამი პოლიტიკური ძალა ერთ პარტიად იქცა და საქართველოს კონსერვატიული პარტია ეწოდა.[2]
2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორები მონაწილეობდნენ რესპუბლიკელებთან ერთად ბლოკით „დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილი“. ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 12% და გავიდა მეორე ადგილზე.
2007 წლის შემოდგომაზე კონსერვატიული პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად.
მიუხედავად არჩევნებში მიღებული ხმებისა, პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მანდატებზე. 2009 წლიდან პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. ბლოკმა თბილისში ხმათა 8,8%, ხოლო საქართველოს სხვა თვითმმართველ ერთეულში ხმათა 5,5% მიიღო.
2011 წელს კონსერვატიული პარტია გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. კოალიციამ არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.
საქართველოს კონსერვატიული პარტია პარლამენტში წარმოდგენილი იყო 6 დეპუტატით. პარტიას აგრეთვე პარლამენტში ჰქონდა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო 0.16% და ვერ გადალახა ბარიერი.
პოლიტიკური პლატფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსერვატიული პარტია კონცენტრირებულია ეთნიკური და რელიგიური ღირებულებების, ქართული ენის დაცვაზე. პარტიის წესდების თანახმად მისი მიზნებია:
- ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეალების დამკვიდრება, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება;
- დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მმართველობაში, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების სრული თვითმმართველობა;
- კერძო საკუთრების დაცვა, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის კერძო ავტონომია, სიტყვის თავისუფლება;
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
- სიღარიბის დაძლევა, უღარიბესი ფენისათვის სოციალური პროგრამების განხორციელება;
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან, ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში;
- სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მშვიდობიანი და სამართლებრივი პოლიტიკური საშუალებებით;
ორგანიზაციული სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტიის წესდების თანახმად უმაღლესი ორგანოა პარტიის ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც. აღმასრულებელი ორგანოა ეროვნული კომიტეტი, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და ექვსი წევრისგან. უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე. პარტიას აქვს საქალაქო, რაიონული, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარტიის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-07-14 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს კონსერვატიული პარტია Facebook-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lomsadze, Giorgi. (18 December 2008) Time for a King for Georgia?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 22 September 2022
- ↑ https://www.radiotavisupleba.ge/a/1541381.html