ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის შენობა

ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი (ზდუ) - დაარსდა 1991 წელს, ზუგდიდში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს სამეგრელოში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 1800-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 220-ს აღწევს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 3 ფაკულტეტი

  • ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის
  • ჯანდაცვის
  • ჰუმანიტარული

უნივერსიტეტში ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.უნივერსიტეტს გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

1991 წელს ზუგდიდში შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, პროფესორ გრიგოლ ხვიტიას და პროფესორ ჯ. პაჭკორიას მეთაურობით, რომლებმაც ითავეს უნივერსიტეტის დაფუძნება.

1991 წელს უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნა პროფესორი გრიგოლ ხვიტია. უნივერსიტეტმა 2005 წლიდან რამდენიმეჯერ წარმატებით გაიარა ინსტიტუციური აკრედიტაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]