შენ ხარ ვენახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენ ხარ ვენახი (მრავალმნიშვნელოვანი).

შენ ხარ ვენახი“ — შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა, დაწერილი საქართველოს მეფე დემეტრე I-ის (1097-1156) მიერ. კომპოზიტორი გალობისა უცნობია და ხალხურადაა მიჩნეული. „შენ ხარ ვენახი“ ერთ-ერთია იამბიკოების სერიიდან — „ღმრთისმშობელისადმი“, რომელიც დემეტრემ, სავარაუდოდ დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას დაწერა. საკუთრივ გალობა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული მრავალხმიანი მუსიკისა.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული,
ალვა სულნელი, სამოთხესა მოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • alazani.ge — „შენ ხარ ვენახი“, სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით
  • shemoqmedi.ge — აკათისტო, ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა „შენ ხარ ვენახი“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]