პორტალი:აფხაზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფხაზეთი
პორტალი:აფხაზეთი



აფხაზეთი (აფხ. Аҧсны) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ ანუ აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს.
რედ.

Afxazetis statia.png

Pitsunda shore (2).jpg

ბიჭვინთა (ძვ. ბერძნ. პიტიუნტი) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ამავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1963 წელს. მოსახლეობა 11,0 ათ. მცხ. (1991).

ბიჭვინთის კონცხზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების განძი და საქართველოს შავიზღვისპირეთის დიუნების ძველ კოლხურ ნამოსახლართათვის დამახასიათებელი ე. წ. ქსოვილიანი კერამიკა ადასტურებს, რომ ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ბიჭვინთის კონცხზე არსებულა კოლხური დასახლებანი. ბიჭვინთა პირველად მოხსენიებულია სტრაბონის "გეოგრაფიაში", როგორც "დიდი პიტიუნტი". სტრაბონი ემყარებოდა ძვ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფი არტემიდორე ეფესელის ცნობას. ირკვევა, რომ ქალაქი აქ უკვე ელინისტურ ხანაში არსებობდა, თუმცა იმდროინდელი კულტურის ფენები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. (სრულად...)

რედ.

Afxazetis bio.png

ჟიული შარტავა (1944-1993), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1993). დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წ. ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წ., სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით. (...სრულად)

რედ.

Afxazetis icodit.png

აფსარი
რედ.

Afxazetis temebi.png


რედ.

Afxazetis ambebi.png

რედ.


ქეშის გაწმენდა