პორტალი:საქართველოს ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქეშის გაწმენდა

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

გეოგრაფია · ისტორია · კულტურა · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · საქართველო · სპორტი · ხელოვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

საქართველოს ისტორიის კარიბჭეში

საქართველოს ისტორია დასაბამს უხსოვარი დროიდან იღებს, 1 600 000–1 800 000 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ადამიანები დასახლდნენ დმანისის მიდამოებში. კოლხეთიდან და დიაოხიდან მოყოლებული ერთმანეთს მონაცვლეობდა აღმავლობის და დაცემის პერიოდები. ქვეყანა მრავალგზის მდგარა განადგურების პირას, მიუხედავად ამისა, მან დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადი კულტურა, ენა, დამწერლობა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. (...სრულად)
Gorgasali 100.png
საქართველოს ისტორიის ძირითადი თარიღები
რჩეული ციტატა
ზვიად გამსახურდია
ვიკიციტატა
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!
(ზვიად გამსახურდია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, 9 აპრილი, 1991 წ.)
რჩეული სტატია
მარჯანიშვილის თეატრის შენობა XX ს. დასაწყისში

კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრი ქუთაისში დაარსდა 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, ხოლო 1930 წელს თბილისში გადავიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ყოფილი „სახალხო სახლი“ ქართველი მეწარმის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აიგო 1907 წელს.

პირველ სეზონში დადგმულ სპექტაკლთა შორის იყო ერნესტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. მოსამზადებელი პერიოდი ისეთი დაძაბული და დამუხტული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მზადებას ადარებდა. პრემიერა წარმატებული გამოდგა — მაყურებელი თბილისიდან ქუთაისში არა მხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზეც ჩადიოდა. 1930 წელს თეატრმა პირველი გასტროლები ჩაატარა ხარკოვსა და მოსკოვში. საგასტროლოდ წაღებულ სპექტაკლთა შორის იყო „ურიელ აკოსტა“ — კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რომელმაც მრავალ სეზონს გაუძლო. იგი რამდენიმეჯერ აღადგინეს ახალი თაობის მსახიობების მონაწილეობით. პირველი შემსრულებლები იყვნენ უშანგი ჩხეიძე — ურიელი, ვერიკო ანჯაფარიძე — ივდითი, შალვა ღამბაშიძე — დე სილვა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი — ბენ აკიბა. ისინი ქართული სამსახიობო ხელოვნების ლეგენდებად დარჩნენ. (...სრულად)

სურათზე: მარჯანიშვილის თეატრის შენობა, XX ს დასაწყისში.
რჩეული ბიოგრაფია
Ekvtime Takaishvili.jpg

ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953), ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).

პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, 1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა. 1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“, რომელთა ტომების შემდგენელი თავად იყო. (…სრულად)

სურათზე: ექვთიმე თაყაიშვილი.
იცოდით, რომ...
ჭიქა წითელი ღვინო
ეს თვე საქართველოს ისტორიაში
...და იდგა თვე იგი იგრიკა:
კატეგორიები
პროექტები
Nuvola apps edu miscellaneous.png

დაგვეხმარეთ სტატიების გამართვაში

დასასრულებელი:

ვიკიფიცირება:

რჩეული სურათი
შეფიცულები 1924 წლის აგვისტოს აჯანყება - ბრძოლა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, საყოველთაო-სახალხო შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში.

სურათზე: ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი - შეფიცულები.
სხვა რჩეული სურათები...

კარის მეზობლები
ისტორია
უძველესი
ისტორია
კლასიკური
ცივილიზაცია
შუა საუკუნეების
ისტორია
ახალი
ისტორია
უახლესი
ისტორია
აღმოსავლეთის
ისტორია
საქართველო
ბიოგრაფიები