300 არაგველი (თბილისის მეტრო)
იერსახე
| „300 არაგველი“ | |
|---|---|
|
პირველი ხაზი | |
| თბილისის მეტროპოლიტენი | |
|
სადგურის ბაქანი | |
| ამოსასვლელი | 41°41′16″N 44°49′38″E / 41.687798442127374° ჩ. გ. 44.82715256039879° ა. გ. |
| რაიონი | ისნის რაიონი |
| გახსნის თარიღი | მარტი, 1967 |
| ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური |
| ბაქნების რაოდენობა | 1 |
| ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
| ბაქნის სიგრძე | 102 მ |
| არქიტექტორ(ებ)ი |
გ. ბათიაშვილი (ქვედა სადგური) თ. თევზაძე (ვესტიბიული) |
| მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
| ქალაქში გასასვლელი |
ქეთევან დედოფლის გამზირი წინანდლის ქუჩა |
| სამუშაო გრაფიკი | 06:00—23:00 |
|
| |
| „300 არაგველი“ ვიკისაწყობში | |
300 არაგველი — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ავლაბრისა და ისანის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1967 წლის მარტში გაიხსნა. არქიტექტორები — თ. თევზაძე (ვესტიბიული) და გ. ბათიაშვილი (ქვედა სადგური).[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
მიწისზედა ვესტიბიული რკინაბეტონის ნაგებობაა, აქვს დიდი შემინული ღიობები. ქვედა სადგურში თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული პილონები გადახურულია კამარით. გვერდით კედელზე დიდი ჭედური პანოა სამასი არაგველის გმირობის თემაზე (მოქანდაკეები თ. და გ. გიგაურები).[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
სადგურის ინტერიერი.
ზვიად ავალიანის ფოტო
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.

