შინაარსზე გადასვლა

ლიკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიკანიკურორტი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ქ. ბორჯომის დასავლეთ ნაწილში, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე. ზ. დ. 800–900 მ, თბილისიდან 150 კმ.

ჰავა სუბტროპიკულია, ზომიერად ნოტიო, ცივი ზამთრით და ძალიან თბილი, ხანგრძლივი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 20°C, აგვისტოსი – 20–250°C. ნალექების საშუალო რაოდენობა 700 მმ.

კურორტის ძირითადი ფაქტორია მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვის. ლიკანის მინერალურ წყალს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირწყლების სიუხვე ახასიათებს, რაც 1500 მ სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო სირბილეს ანიჭებს.

ლიკანის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ტყეპარკის ცენტრში აგებული რომანოვების სასახლე, რომელიც 1892-1895 წლებში რუსეთის დიდმა მთავარმა ნ. რომანოვმა არქიტექტორ ლ. ბენუას ააშენებინა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]