არაბიკის მასივი
არაბიკის მასივი | |
---|---|
![]() არაბიკის მასივის ხედი როზა ხუტორის ალპური კურორტიდან | |
კოორდინატები: 43°24′58″ ჩ. გ. 40°21′30″ ა. გ. / 43.41611° ჩ. გ. 40.35833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | სპელეოლოგთა პიკი |
სიმაღლე | 2757,6 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
![]() |
არაბიკის მასივი[1] — კირქვული მასივი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის წყალგამყოფი. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 2757,6 მ (მწვერვალი სპელეოლოგთა პიკი). აგებულია უმთავრესად ზედაიურული და ცარცული ასაკის კირქვებით, რომლებიც ღრმადაა დაკარგული; არის მრავალი უფსკრული, მღვიმე, ძაბრი, ჭა და კარსტული რელიეფის სხვა ფორმები. მასივის სიღრმეებში მრავალი გამოქვაბულია, მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე უფრო ღრმა გამოქვაბულები — ვერიოვკინის მღვიმე და კრუბერის გამოქვაბული, ასევე არაბიკის კარსტული უფსკრული. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, იზრდება ჯუჯა ღვიისა და ტირიფის ბუჩქნარი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება მომდინარეობს აფხ. „არბაქ აიკადან“, რაც მამლის სავარცხელს (ბიბილოს) ნიშნავს, სწორედ მას წააგავს კირქვული მასივი. თუმცა, რუკებზე სხვა სახელი - არაბიკა დამკვიდრდა, რომელიც ისტორიულად ყველაზე ფართოდ გავრცელდა ჯერ საბჭოთა კავშირის[2][3] ტერიტორიაზე, შემდეგ კი საქართველოსა და რუსეთში.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მგელაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 178.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
- ↑ ჟურნალი „Around the World“ / ნოემბერი 1987 / In the Abysses of Arabica /. ციტირების თარიღი: 2016-07-10
- ↑ ტოპოგრაფიული რუკის პლანშეტი K-37-IV
- ↑ არაბიკა: სპელეოლოგიური პერსპექტივების იდენტიფიცირება და განხორციელება.. ციტირების თარიღი: 2016-07-10