დედაქალაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დედაქალაქისახელმწიფოს ან სხვა ადმინისტრაციული ტერიტორიის (ოლქის, პროვინციის, ავტონომიური ერთეულის) მთავარი ქალაქი, სადაც როგორც წესი განლაგებულია ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები: პრეზიდენტის, მონარქის, გუბერნატორის რეზიდენცია, პარლამენტი, ცენტრალური სამინისტროები და უწყებები, ქვეყნის უმაღლესი სასამართლო და სხვა.[1]

დედაქალაქი ხშირად ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად არის გამოყოფილი, მაგალითად ქალაქ ვენას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მხარის სტატუსი.

დედაქალაქი შეიძლება არ იყოს ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. ამის მაგალითებია ანკარა თურქეთში, ვაშინგტონი აშშ-ში, კანბერა ავსტრალიაში და სხვა. უფრო მეტიც, უკანასკნელ ათწლეულებში შეიმჩნევა ტენდენციები დედაქალაქის გადატანისა მცირე სიდიდის ქალაქებში (ასტანა ყაზახეთში, დოდომა ტანზანიაში, იამუსუკრო კოტ-დივუარში) ან სრულიად ახალი დედაქალაქების მშენებლობისა (ბრაზილია, ისლამაბადი).

ზოგიერთ ქვეყანაში პრაქტიკულად აღიარებულია ორდედაქალაქიანობა: ნიდერლანდების ოფიციალური დედაქალაქია ამსტერდამი, მაგრამ მთავრობა და უმაღლესი სასამართლო ჰააგაშია განთავსებული, ანალოგიური ვითარებაა ბოლივიაში (სუკრე — კონსტიტუციური დედაქალაქია, ლა-პასი — ფაქტობრივი), კოტ-დივუარში (იამასუკრო და აბიჯანი), შრი-ლანკაში, ჩილეში, მალაიზიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხარევი, ა. ი. დიდი იურიდიული ლექსიკონი. — Инфра-М, 2003.