პალიასტომი
პალიასტომი | |
---|---|
![]() პალიასტომის ტბა | |
კოორდინატები: 42°07′30″ ჩ. გ. 41°43′47″ ა. გ. / 42.12500° ჩ. გ. 41.72972° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | — 0.3 მ |
ფართობი | 18,2 კმ² |
მოცულობა | 52 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3,2 მ |
აუზის ფართობი | 547 კმ² |
პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან. ადმინისტრაციულად მოქცეულია ნაწილობრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ხობის მუნიციპალიტეტი), ნაწილობრივ — გურიის მხარეში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, თევზჭერისთვის. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გიორგი გამყრელიძის აზრით სიტყვა პალიასტომი შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან "პალიას" (ძველი) და "სტომა" (ციხე-სიმაგრე). ე.ი. ძველი ციხე-სიმაგრე.
ლეგენდა პალიასტომის ტბის სახელწოდების შესახებ აღწერილი აქვს ეგნატე ნინოშვილს 1891 წლის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა“:
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პალიასტომის ტბის ფსკერზე, კაპარჭინას ბოლოში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქართული ტიპის სასოფლო სოფლური დასახლება, ადგილ „ნაეკლესიარზე“ აღმოჩნდა რიყის ქვებით ნაგები კედელის ნაშთები. ამ მიდამოებიდან, არის ქართული მხედრულწარწერიანი ბარძიმი, რომელიც ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ბარძიმს აქვს ქართული წარწერა. ასევე ქუთაისის მუზეუმშია დაცული პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ასევე აქვს ქართული წარწერა. ტბის დასავლეთ ნაწილში, მალთაყვასთან, დადასტურდა III-VIII სს-თა ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიური კვლევით გაირკვა, რომ პალიასტომის ტბაში პუნქტ „ნატეხებში“ ძველი ნამოსახლარია და მისი ნაშთები 900 კვ.მ-ზე ვრცელდება. „ნატეხების“ ნამოსახლარის კერამიკა (აგური, კრამიტი) ისეთივეა, როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა არქეოლოგიური ნაშთებისა (ბიჭვინთა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა, ნოქალაქევი, ვაშნარი, ქობულეთი, ციხისძირი, გონიო). აქ აღმოჩნდა უცხოური ბრტყელი კრამიტიც.
1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა.
სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პალიასტომის ტბის შესახება დაწერილია ეგნატე ნინოშვილის 1891 წლის მოთხრობა „პალიასტომის ტბა“
- ამავე მოთხრობის მიხედვით 1963 წელს გადაღებულია ფილმი „პალიასტომი“
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 652.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 151, ISBN 978-99940-27-10-1.
- Н. И. Шафранов, «Образование Палеостома и истока его Капар-чая», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа. Выпуск 2. 1881г.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ეგნატე ნინოშვილის პალიასტომის ტბა დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine.
- ფილმი „პალიასტომი“ დაარქივებული 2012-03-12 საიტზე Wayback Machine.