ყარაყაია (თრიალეთის ქედი)
იერსახე
| ყარაყაია | |
|---|---|
ყარაყაია (ცენტრში), ხედი სოფ. ციხისჯვრიდან | |
| კოორდინატები: 41°39′32″ ჩ. გ. 43°26′17″ ა. გ. / 41.65889° ჩ. გ. 43.43806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2850 მ |
| ქედი | თრიალეთის ქედი |
ყარაყაია, შავი კლდე, შავიკლდე[1] ― მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის, ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადის — ოთის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. ყარაყაია თრიალეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია.[1] განლაგებულია ციხისჯვრის განშტოების დასავლურ ნაწილზე, სოფელ ციხისჯვრიდან სამხრეთით.[2] აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ცხოვრებაშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 699-700.
- ↑ თორნიკე სამხარაზე, „სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რელიეფი და გეოდინამიკური პროცესები“, 2013 წელი, გვ. 10.
- ↑ დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 625.