ალუდა ქეთელაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ალუდა ქეთელაური (მომღერალი).
ალუდა ქეთელაური
სრული სათაური ალუდა ქეთელაური
ჟანრი პოემა
ავტორი ვაჟა-ფშაველა
მშობლიური ენა ქართული ენა
დაწერილია 1888
დაწერის ადგილი რუსეთის იმპერია

ალუდა ქეთელაური — ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1888 წელს დაწერა. პოემა მოგვითხრობს ხევსურების იმდროინდელ ადათ-წესებსა, ტრადიციებზე და საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზე.

მთავარი გმირი, ალუდა ქეთელაური უპირისპირდება ხევსურების უძველეს ადათ-წესს და მოკლულს არ აჭრის მარჯვენას, პირიქით მას ცხონებულად მიიჩნევს და მისდამი შესაწირის შეწირვას ითხოვს. მისი ფერისცვალება დაკავშირებულია უკანასკნელი ბრძოლასთან, სადაც ის თავის მეტოქეს — მუცალს კლავს. ალუდა იხიბლება მუცალის მამაცობით და მისი ვაჟკაცური სიკვდილით და მიუხედავად მისი „ურჯულობისა“ იგი მასში მის სულიერ თანასწორს ხედავს. ალუდა ათვითცნობიერებს, რომ, რომ არა სისხლის აღების წესი, არც მუცალი წამოვიდოდა მტრულად და არც ალუდა შეხვდებოდა ხმლით. ხევსურებთან დაპირისპირება მისი თემიდან მოკვეთით სრულდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]