ამერი (საფეხბურთო კლუბი)
![]() | |||
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ამერი თბილისი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 2002 | ||
გაუქმდა | 2009 | ||
სტადიონი |
ამერის სტადიონი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 1000 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
ლიგა | პირველი ლიგა | ||
2008-09 |
![]() | ||
|
ამერი — ქართული საფეხბურთო კლუბი, დაარსდა 2002 წელს თბილისში. 2003 წლიდან ჩაერთო საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სადაც დაიკავა რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონის „ნორჩი დინამოელის“ ადგილი. 2008-09 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დაიშალა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი დაარსდა 2002 წელს თბილისში. ქართულ ჩემპიონატში „ამერის“ პირველი გამოსვლა იყო 2003-04 წლების სეზონში, 16 გუნდიან პირველ ლიგაში დაიკავა მე-12 ადგილი და წესით უნდა გავარდნილიყო, მაგრამ პირველი ლიგის რესტრუქტურიზაციამ კლუბი რეგიონულ ლიგაში გავარდნისგან იხსნა. 2004-05 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის ჩემპიონი და აღზევდა უმაღლეს ლიგაში. შემდეგი სეზონიდან „ამერი“ ზედიზედ 2-ჯერ (2005-06, 2006-07) გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული, ორივე შემთხვევაში ფინალში დაამარცხეს „ზესტაფონი“. 2007-08 წლების სეზონში კი ფინალში დამარცხდა იმავე „ზესტაფონთან“.
2005-06 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში დაიკავა მე-7 ადგილი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგების შემდეგ „ამერს“ უფლება მიეცა მონაწილეობა მიეღო უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველ ეტაპზე ერევნის „ბანანცის“ (0-1, 2-1) დამარცხების შემდეგ, ბერლინის „ჰერტასთან“ ღირსეულად ითამაშა და 2 მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდა.
2006-07 წლების სეზონში საქართველოს უმაღლეს ლიგაში დაიკავა მე-3 ადგილი, თასის მეორედ მოგების შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდნენ უეფა-ს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც პირველივე დაპირისპირებაში პოლონეთის „ბელხატოვთან“ 2 მატჩიანი დაძაბული ბრძოლის შედეგად (0-2, 2-0) თამაში მიხელ მესხის სტადიონზე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც თბილისური კლუბი 2:4 დამარცხდა. 2006 წლის მიწურულს პირველად მოიგეს საქართველოს სუპერთასი, ქვეყნის ჩემპიონის, ბოლნისის „სიონის“ ძლევით (1-0).
უმაღლესი ლიგის 2007-08 წლების სეზონში „ამერმა“ დაიკავა მე-5 ადგილი, თუმცა შემდეგ სეზონში ფინანსური პრობლემების გამო უარი თქვა უმაღლეს ლიგაში გამოსვლაზე და ასპარეზობა პირველ ლიგაში გააგრძელა, სადაც 2008-09 წლების სეზონში პირველი ადგილის დაკავება შეძლო. კლუბს სპონსორი არც შემდეგ გამოუჩნდა, რის შედეგადაც 2009 წელს კლუბი დაიშალა.[1]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმაღლესი ლიგა
- მესამე ადგილი: 2007
- საქართველოს თასი
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული: 2006, 2007
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 2004/2005, 2008/2009
ევროტურნირებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ტურნირი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | შინ | გასვლითი |
---|---|---|---|---|---|---|
2006–07 | უეფა-ს თასი | 1-ლი საკ. ეტაპი | ![]() |
ბანანცი | 0–1 | 2–1 |
მე-2 საკ. ეტაპი | ![]() |
ჰერტა ბერლინი | 2–2 | 0–1 | ||
2007–08 | უეფა-ს თასი | 1-ლი საკ. ეტაპი | ![]() |
ბელხატოვი | 2–0 | 0–2 (2–4 პ.) |
სეზონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ თასი ევროპა შენიშვნა მწვრთნელი 2003-04 პიველი ლიგა 12 30 12 7 11 34 24 43 1/16 ეტაპი 2004-05 პიველი ლიგა 1 30 23 3 4 93 18 72 1/4 ფინალი აღზევდა 2005-06 უმაღლესი ლიგა 7 30 15 4 11 32 26 49 გამარჯვებული 2006-07 უმაღლესი ლიგა 3 26 17 6 3 53 14 57 გამარჯვებული უეფა-ს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 2007-08 უმაღლესი ლიგა 5 26 15 3 8 48 27 48 ფინალისტი უეფა-ს თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაქვეითდა 2008-09 პირველი ლიგა 1 30 21 5 4 56 16 68 1/4 ფინალი 2009-10
მეორე გუნდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ შენიშვნა მწვრთნელი 2004-05 რეგიონული ლიგა აღმოსავლეთი Promoted 2005-06 პირველი ლიგა 7 34 14 9 11 40 29 51 2006-07 პირველი ლიგა 6 34 15 12 7 58 36 57 2007-08 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 8 27 9 2 16 42 44 29 Relegated 2008-09 მეორე ლიგა აღმოსავლეთი
მესამე გუნდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი ლიგა ადგ. თ მ ფ წ გტ გშ ქ შენიშვნა მწვრთნელი 2005-06 რეგიონული ლიგა აღმოსავლეთი 2 2007-08 რეგიონული ლიგა ცენტრი
გამოჩენილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლადო ნადირაშვილი
დავით ბოლქვაძე
გივი დიდავა
გრიგოლ დოლიძე
გიორგი განუგრავა
ბექა გოცირიძე
რევაზ გოცირიძე
ვახტანგ ხვადაგიანი
დავით მჭედლიშვილი
რატი წინამძღვრიშვილი
სანდრო იაშვილი
დიმიტრი ტატანაშვილი
ალექსანდრე კოშკაძე
კობა შალამბერიძე
თენგიზ ჩიკვილაძე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლელო: ამერი არსებობს, გუნდი დაიშალა დაარქივებული 2017-01-06 საიტზე Wayback Machine. , ქართული პრესის ელექტრონული არქივი, 6 აგვისტო, 2009.
|