რევაზ გაბრიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
რევაზ (რეზო) გაბრიაძე
Rezo Gabriadze 2010i.jpg
დაბ. თარიღი 29 ივნისი, 1936
ქუთაისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება
მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო სასცენო კურსები
პროფესია მხატვარი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, მწერალი
ჯილდოები საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი Presidential Order of Excellence (Georgia).jpeg ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
საიტი gabriadze.com

რევაზ (რეზო) გაბრიაძე (დ. 29 ივნისი, 1936, ქუთაისი) — ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს რეზო გაბრიაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა” (ქართული ფილმი 1968), “სერენადა” (ქართული ფილმი 1968), “არ დაიდარდო” (მოსფილმი 1969), “ქვევრი” (ქართული ფილმი 1970), “ფეოლა” (ქართული ფილმი 1970), “შერეკილები” (ქართული ფილმი 1973), “მიმინო” (მოსფილმი 1977), “ქინძაძა” (მოსფილმი 1987) და სხვა.

როგორც მხატვარმა რეზო გაბრიაძემ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: გერმანია,(მიუნხენი), საფრანგეთი (რენე, დიჟონი), შვეიცარია ,(ლოზანა), რუსეთი (მოსკოვი და პეტერბურგი), მათ შორის პეტრე დიდის “ჩაის სახლში და რუსულ-ამერიკულ გამოფენაში “ერმიტაჟში”.2012 წელს მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევართა დიდი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მხატვრის 182 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში “შადრევნის სახლში” ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი);ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმში (პერედელკინო); ა. ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში,(მოსკოვი)

ფერწერული ნამუშევრების გარდა რეზო გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში; საფრანგეთსა და რუსეთში.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. ავტორმა პირველი სპექტაკლით „ალფრედი და ვიოლეტა“ დაიპყრო მაყურებელთა გულები.

რეზო გაბრაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა. ეს ერთი რეჟისორის თეატრია თანაც გამორჩეული იმითაც, რომ თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჩკორი, და სხვა.

მომდევნო წლებში სპექტაკლებმა როგორებიცაა: „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (თბილისი 1982), „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“ (თბილისი 1989), „სტალინგრადი“ (საფრანგეთი, დიჟონი 1996), „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ (შვეიცარია, ლოზანა, 2002), თეატრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც მართავს გასტროლებს. 1994-1995 წლებში რეზო გაბრიაძე მოსკოვში სერგეი აბრასცოვის სახელობის აკადემიური ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა.

90–იან წლებში რეზო გაბრიაძე მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა: „რა სევდაა – ხეივანი დასრულდა“ ლოზანაში და „ქუთაისი“ პარიზში. ამ ორ დადგმაში მონაწილეობდნენ პიტერ ბრუკის თეატრის ცნობილი არტისტები – ნატაშა პერი' (Natasha Parry'), ბაკარი სანგარე (Bakary Sangaré) და სხვები.

2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა.

რეზო გაბრიაძის თეატრი არა ერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.

2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

2012 წელს მოსკოვში თეატრ, “თეატრალური ხელოვნების სტუდიაში” სპექტაკლ “რამონას” პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი რეზო გაბრიაძეა.

რეგალიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეზო გაბრიაძე არის – საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“ (1997, მოსკოვი), „ოქროს სოფიტი“ (1997, მოსკოვი), და ცარსკოე სელოს პრემიისა (1997, პეტერბურგი).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარეჟისორო ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინ-ძა-ძა-ს პოსტერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]