შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველო
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი ჯვაროსნები
ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ვილი სანიოლი[1]
დამხმარე მწვრთვნელი ზურაბ ხიზანიშვილი
კაპიტანი გურამ კაშია
ყველაზე მეტი კეპი გურამ კაშია (126)
ბომბარდირი შოთა არველაძე (26)
სტადიონი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
ფიფა-ს კოდი GEO
ფიფა-ს რეიტინგი 68 (23 მარტი, 2025)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 42 (სექტემბერი, 1998)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 156 (მარტი, 1994)
ელო-ს რეიტინგი 52 (21 ნოემბერი, 2023)[2]
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 49 (11 ოქტომბერი, 1995)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 108 (12 დეკემბერი, 2009)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
საქართველო 2–2 ლიეტუვა ლიეტუვის დროშა
(თბილისი; 27 მაისი, 1990)
უდიდესი გამარჯვება
საქართველოს დროშა საქართველო 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი
(თბილისი; 12 ოქტომბერი, 2023)
უდიდესი დამარცხება
საქართველოს დროშა საქართველო 1–7 ესპანეთი ესპანეთის დროშა
(თბილისი; 8 სექტემბერი, 2023)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ფიფას და უეფას წევრია 1992 წლიდან. საშინაო შეხვედრებს თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგებია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკავებული მესამე ადგილები. ასევე, 2018–19 უეფას ერთა ლიგის მეოთხე D დივიზიონის პირველ ჯგუფში და 2022–23 უეფას ერთა ლიგის მესამე C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილები, რამაც ნაკრებს უეფას ევრო 2020-ის და ევრო 2024-ის შესარჩევი პლეი-ოფის საგზურები მოუპოვა. 2024 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 68-ე ადგილზეა.[3][4]

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში. პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიეტუვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიეტუვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მასპინძელთა ღირსებას იცავდენენ: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი, კახა ცხადაძე (71' კახაბერ კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46' მელორ ბიგვავა),[5] ოთარ კორღალიძე (46' როსტომ თორღაშვილი), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46' გოჩა გოგრიჭიანი). მწვრთნელი გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შეხვედრას 55 000 მაყურებელი დაესწრო. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯერ გია გურულმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი კახა კაჭარავამ. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა. ნაკრების პირველი კაპიტანი ოლიმპიული ჩემპიონი გელა კეტაშვილი იყო. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო ფიფას და უეფას წევრი, ამიტომ ლიეტუველებთან გამართული მატჩი ნაკრების ფიფას ჩამონათვალში არ ირიცხება.[6][7]

08.02.1994. სლოვენია 1–0 საქართველო
ფედერაციის ძველი ლოგო

ამის შემდეგ 1991 წლის 2 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და ანგარიშით 4–2 გაიმარჯვა.[8]

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1–0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.[9] საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

საქართველო 1–0 ხორვატია

2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1–0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს.

ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6–0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2–0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები. შემდეგი შესარჩევი ციკლი (მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1–0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა, რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1–0, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1–1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2–0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელარუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0–1, პოლონეთი 0–4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.

უკანასკნელი ტურნირები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
საფრანგეთის დროშა 1998 ვერ გავიდა ჯგუფი 2107 - 94
სამხრეთ კორეის დროშა იაპონიის დროშა 2002 ჯგუფი 81012 - 123
გერმანიის დროშა 2006 ჯგუფი 21014 - 256
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010 ჯგუფი 837 - 196
ბრაზილიის დროშა 2014 ჯგუფი I53 - 104
რუსეთის დროშა 2018 ჯგუფი D58 - 145
კატარის დროშა 2022 ჯგუფი B 7 6 - 12 4

ევროპის ჩემპიონატის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
ინგლისის დროშა 1996 ვერ გავიდა ჯგუფი 71514 - 133
ბელგიის დროშა ნიდერლანდების დროშა 2000 ჯგუფი 258 - 186
პორტუგალიის დროშა 2004 ჯგუფი 1078 - 145
ავსტრიის დროშა შვეიცარიის დროშა 2008 ჯგუფი B1016 - 196
პოლონეთის დროშა უკრაინის დროშა 2012 ჯგუფი F107 - 95
საფრანგეთის დროშა 2016 ჯგუფი D910 - 165
ევროპის დროშა 2020 ჯგუფი D87 - 114
გერმანიის დროშა 2024 1/8 ფინალი

ერთა ლიგის შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უეფა-ს ერთა ლიგა
წელი ლიგა ჯგუფი პოზ გტ გშ დ/დ
2018–19 D 1 16510122Rise40
2020–21 C 2 361416642
2022–23 C 4 16510163Rise33
2024–25 B მოგვიანებით დადგინდება
ჯამში 18 11 6 1 34 11 33

ამხანაგური მატჩები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი გოლები შენიშვნა წყარო
125.03.2015თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0მალტის დროშა მალტა[კომ. 1][10]
208.06.2015ლინციუკრაინა უკრაინის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 2][11]
311.11.2015ტალინიესტონეთი ესტონეთის დროშა3–0საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 3][12]
416.11.2015ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა2–2საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 4][13]
529.03.2016თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–1ყაზახეთის დროშა ყაზახეთი[კომ. 5][14]
627.05.2016ველსისლოვაკეთი სლოვაკეთის დროშა3–1საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 6][15]
703.06.2016ველსირუმინეთი რუმინეთის დროშა5–1საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 7][16]
807.06.2016მადრიდიესპანეთი ესპანეთის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 8][17]
923.01.2017დუბაიუზბეკეთი უზბეკეთის დროშა2–2საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 9][18]
1025.01.2017დუბაიიორდანია იორდანიის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 10][19]
1128.03.2017თბილისისაქართველო საქართველოს დროშა5–0ლატვიის დროშა ლატვია[კომ. 11][20]
1207.06.2017თბილისისაქართველო საქართველოს დროშა3–0სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი[კომ. 12][21]
1310.11.2017გორისაქართველო საქართველოს დროშა1–0კვიპროსის დროშა კვიპროსი[კომ. 13][22]
1413.11.2017ქუთაისისაქართველო საქართველოს დროშა2–2ბელარუსის დროშა ბელარუსი[კომ. 14][23]
1524.03.2018თბილისისაქართველო საქართველოს დროშა4–0ლიეტუვის დროშა ლიეტუვა[კომ. 15][24]
1627.03.2018თბილისისაქართველო საქართველოს დროშა2–0ესტონეთის დროშა ესტონეთი[კომ. 16][25]
1701.06.2018თბილისისაქართველო საქართველოს დროშა1–0მალტის დროშა მალტა[კომ. 17][26]
1805.06.2018ლუქსემბურგილუქსემბურგი ლუქსემბურგის დროშა1–0საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 18][27]
1905.09.2019დუბაისამხრეთი კორეა სამხრეთ კორეის დროშა2–2საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 19][28]
2019.11.2019პულახორვატია ხორვატიის დროშა2–1საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 20][29]
2102.06.2021პლოიეშტირუმინეთი რუმინეთის დროშა1–2საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 21]
2206.06.2021ენსხედენიდერლანდები ნიდერლანდების დროშა2–0საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 22]
2308.09.2021სოფიაბულგარეთი ბულგარეთის დროშა4–1საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 23]
2415.11.2021გორისაქართველო საქართველოს დროშა1–0უზბეკეთის დროშა უზბეკეთი[კომ. 24]
2525.03.2022ზენიცაბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა0–1საქართველოს დროშა საქართველო[კომ. 25]
2629.03.2022ტირანაალბანეთი ალბანეთის დროშა0–0საქართველოს დროშა საქართველო

მსოფლიო 2018-ის შესარჩევი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 სერბეთის დროშა სერბეთი 10 8 3 1 20 10 10 21
2 ირლანდიის დროშა ირლანდია 10 5 4 1 12 6 6 19
3 უელსის დროშა უელსი 10 4 5 1 13 6 7 17
4 ავსტრიის დროშა ავსტრია 10 4 3 3 14 12 2 15
5 საქართველოს დროშა საქართველო 10 0 5 5 8 14 (-6) 5
6 მოლდოვის დროშა მოლდოვა 10 0 2 6 4 23 (-19) 2

მატჩები და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
5 სექტემბერი, 2016
20:00
საქართველო საქართველოს დროშა 1–2 ავსტრიის დროშა ავსტრია დინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 28 500
მსაჯი: ბელარუსის დროშა ალექსეი კულბაკოვი
ჯანო ანანიძე გოლი 78'. ანგარიში მარტინ ჰინტერეგერი გოლი 16'
მარკ იანკო გოლი 42'

6 ოქტომბერი, 2016
22:45
ირლანდია ირლანდიის დროშა 1–0 საქართველოს დროშა საქართველო ავივას სტადიონი, დუბლინი, ირლანდია
მაყურებელი: 39 793
მსაჯი: საფრანგეთის დროშა ტონი ჩაპრონი
შეიმუს კოულმენი გოლი 56' ანგარიში

9 ოქტომბერი, 2016
20:00
უელსის დროშა უელსი 1–1 საქართველოს დროშა საქართველო კარდიფ სიტის სტადიონი, კარდიფი, უელსი
მაყურებელი: 33 000
მსაჯი: იტალიის დროშა პაოლო მაზოლენი
გარეთ ბეილი გოლი 10' თორნიკე ოქრიაშვილი გოლი 57'

12 ნოემბერი 2016
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–1 მოლდოვის დროშა მოლდოვა დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 41 000
მსაჯი: ბულგარეთის დროშა გეორგი კაბაკოვი
ვაკო ყაზაიშვილი გოლი 16' გაცკანი გოლი 78'

24 მარტი 2017
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–3 სერბეთის დროშა სერბეთი დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 31 000
მსაჯი: გერმანიის დროშა ფელიქს ცვაიერი
ნიკა კაჭარავა გოლი 6' დუშან ტადიჩი გოლი 45' (პენ.)
ალექსანდრ მიტროვიჩი გოლი 64'
მიატ გაჩინოვიჩი გოლი 86'

11 ივნისი, 2017
20:00
მოლდოვის დროშა მოლდოვა 2–2 საქართველოს დროშა საქართველო სტადიონ ზიმბრუ, კიშინიოვი, მოლდოვა
მაყურებელი: 5 000
მსაჯი: შვედეთის დროშა ანდრეას ეკბერგი
რადუ გინსარი გოლი 15'
ალექსანდრუ დედოვი გოლი 36'
გიორგი მერებაშვილი გოლი 65'
ვალერი ყაზაიშვილი გოლი 70'

2 სექტემბერი, 2017
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–1 ირლანდიის დროშა ირლანდია დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: სლოვაკეთის დროშა ივან კრუჟლიაკი
ვალერი ყაზაიშვილი გოლი 34' შეინ დაფი გოლი 4'

5 სექტემბერი, 2017
22:45
ავსტრიის დროშა ავსტრია 1–1 საქართველოს დროშა საქართველო ერნსტ ჰაპელი, ვენა, ავტრია
მაყურებელი: 13 000
მსაჯი: ისრაელის დროშა ორელ გრინფილდი
ლუის შაუბი გოლი 43' ვაკო გვილია გოლი 8'

6 ოქტომბერი, 2017
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0–1 უელსის დროშა უელსი დინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: ესპანეთის დროშა ხესუს ხილი
ტომ ლოურენსი გოლი 49'

9 ოქტომბერი, 2017
22:45
სერბეთის დროშა სერბეთი 1–0 საქართველოს დროშა საქართველო რაიკო მიტიჩი, ბელგრადი, სერბეთი
მაყურებელი: 50 000
მსაჯი: პოლონეთის დროშა პაველ გილი
ალექსანდრ პრაიოვიჩი გოლი 74'

მსოფლიო 2022-ის შესარჩევი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილი გუნდი გბ გბ სხ
1 ესპანეთის დროშა ესპანეთი 7 5 1 1 14 5 +9 16
2 შვედეთის დროშა შვედეთი 7 5 0 2 12 5 +7 15
3 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 7 2 3 2 7 7 0 9
4 საქართველოს დროშა საქართველო 8 2 1 5 6 12 -6 7
5 კოსოვოს დროშა კოსოვო 7 1 1 5 4 14 -10 4

მატჩები და შედეგები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
25 მარტი, 2021
20:45
შვედეთის დროშა შვედეთი 1–0 საქართველოს დროშა საქართველო ფრენდს არენა, სოლნა
მაყურებელი: 0
ვიქტორ კლაესონი გოლი 35' ანგარიში

28 მარტი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 1–2 ესპანეთის დროშა ესპანეთი დინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 16 000
კვარაცხელია ხ. გოლი 44' ანგარიში ფერან ტორესი გოლი 56'
დანი ოლმო გოლი 92'

31 მარტი, 2021
22:45
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1–1 საქართველოს დროშა საქართველო ტოუმბა, თესალონიკი
მაყურებელი: 0
კაკაბაძე ო. გოლი 76' (ა.გ.) ანგარიში ხვიჩა კვარაცხელია გოლი 78'

2 სექტემბერი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0–1 კოსოვოს დროშა კოსოვო აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიში ვედატ მურიქი გოლი 18'

5 სექტემბერი, 2021
22:45
ესპანეთის დროშა ესპანეთი 4–0 საქართველოს დროშა საქართველო ესტადიო ნუევო ვიერო, ბადახოზი
მაყურებელი: 8 444
ხოსე გაია გოლი 14'
კარლოს სოლერი გოლი 25'
ფერან ტორესი გოლი 41'
პაბლო სარაბია გოლი 63'
ანგარიში

9 ოქტომბერი, 2021
20:00
საქართველოს დროშა საქართველო 0–2 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიში ანასტასიოს ბაკასეტასი გოლი 90' (პენ.)
დიმიტრიოს პელკასი გოლი 95'

12 ოქტომბერი, 2021
22:45
კოსოვოს დროშა კოსოვო 1–2 საქართველოს დროშა საქართველო ფადილ ვოკრი, პრისტინა
მაყურებელი: 3 550
ვედატ მურიქი გოლი 45' (პენ.) ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილი გოლი 11'
ზურიკო დავითაშვილი გოლი 82'

11 ნოემბერი, 2021
21:00
საქართველოს დროშა საქართველო 2–0 შვედეთის დროშა შვედეთი აჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 3 800
ხვიჩა კვარაცხელია გოლი 61', 77' ანგარიში
0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 გიორგი მამარდაშვილი 29 სექტემბერი, 2000 (2000-09-29) (25 წლის) 31 0 ინგლისის დროშა ლივერპული
12 დავით კერესელიძე 19 აგვისტო, 1999 (1999-08-19) (26 წლის) 1 0 საქართველოს დროშა დილა გორი
23 ლუკა გუგეშაშვილი 29 აპრილი, 1999 (1999-04-29) (26 წლის) 2 0 საბერძნეთის დროშა პაოკი
2 ოთარ კაკაბაძე 27 ივნისი, 1995 (1995-06-27) (30 წლის) 75 0 პოლონეთის დროშა კრაკოვია
3 ლაშა დვალი 14 მაისი, 1995 (1995-05-14) (30 წლის) 45 1 ბულგარეთის დროშა ცსკა 1948
4 გურამ კაშია 4 ივლისი, 1987 (1987-07-04) (38 წლის) 125 3 სლოვაკეთის დროშა სლოვანი ბრატისლავა
5 საბა გოგლიჩიძე 25 ივნისი, 2004 (2004-06-25) (21 წლის) 5 0 იტალიის დროშა უდინეზე
13 გიორგი გოჩოლეიშვილი 14 თებერვალი, 2001 (2001-02-14) (25 წლის) 15 0 გერმანიის დროშა ჰამბურგი
14 ლუკა ლოჩოშვილი 29 მაისი, 1998 (1998-05-29) (27 წლის) 25 2 გერმანიის დროშა ნიურნბერგი
15 გიორგი გველესიანი 5 მაისი, 1991 (1991-05-05) (34 წლის) 10 0 ირანის დროშა სეპაჰანი
16 ირაკლი აზაროვი 21 თებერვალი, 2002 (2002-02-21) (24 წლის) 21 0 უკრაინის დროშა შახტარი დონეცკი
6 გიორგი ქოჩორაშვილი 29 ივნისი, 1999 (1999-06-29) (26 წლის) 21 3 პორტუგალიის დროშა სპორტინგი
9 ზურიკო დავითაშვილი 15 თებერვალი, 2001 (2001-02-15) (25 წლის) 48 7 საფრანგეთის დროშა სენტ-ეტიენი
10 გიორგი ჩაკვეტაძე 29 აგვისტო, 1999 (1999-08-29) (26 წლის) 37 10 ინგლისის დროშა უოტფორდი
11 საბა ლობჟანიძე 18 დეკემბერი, 1994 (1994-12-18) (31 წლის) 41 4 აშშ-ის დროშა ატლანტა იუნაიტედი
15 ანზორ მექვაბიშვილი 5 ივნისი, 2001 (2001-06-05) (24 წლის) 25 0 რუმინეთის დროშა უნივერსიტატეა
17 ოთარ კიტეიშვილი 26 მარტი, 1996 (1996-03-26) (30 წლის) 47 5 ავსტრიის დროშა შტურმი
18 სანდრო ალთუნაშვილი 19 მაისი, 1997 (1997-05-19) (28 წლის) 8 0 საქართველოს დროშა იბერია 1999
19 გიორგი წიტაიშვილი 18 ნოემბერი, 2000 (2000-11-18) (25 წლის) 26 1 საფრანგეთის დროშა მეცი
20 ნიკა გაგნიძე 20 მარტი, 2001 (2001-03-20) (25 წლის) 4 1 უკრაინის დროშა კოლოსი
21 ნოდარ ლომინაძე 4 აპრილი, 2002 (2002-04-04) (24 წლის) 1 0 პორტუგალიის დროშა ეშტორილ-პრაია
24 ლევან შენგელია 27 ოქტომბერი, 1995 (1995-10-27) (30 წლის) 23 1 საბერძნეთის დროშა ოფი კრეტა
25 ვლადიმერ მამუჩაშვილი 29 აგვისტო, 1997 (1997-08-29) (28 წლის) 13 0 საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
26 შოთა ნონიკაშვილი 10 იანვარი, 2001 (2001-01-10) (25 წლის) 1 0 უკრაინის დროშა ლნზ ჩერკასი
27 გიორგი ზარია 14 ივლისი, 1997 (1997-07-14) (28 წლის) 2 0 ყაზახეთის დროშა კაირატი
7 ხვიჩა კვარაცხელია 12 თებერვალი, 2001 (2001-02-12) (25 წლის) 43 20 საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი
8 ბუდუ ზივზივაძე 10 მარტი, 1994 (1994-03-10) (32 წლის) 37 8 გერმანიის დროშა ჰაიდენჰაიმი
22 გიორგი მიქაუტაძე 31 ოქტომბერი, 2000 (2000-10-31) (25 წლის) 39 21 ესპანეთის დროშა ვილიარეალი
28 დავით ვოლკოვი 3 ივნისი, 1995 (1995-06-03) (30 წლის) 7 2 აზერბაიჯანის დროშა ზირა
29 გიორგი გულიაშვილი 5 სექტემბერი, 2001 (2001-09-05) (24 წლის) 5 0 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა სარაევო
1995
1998–1999
2000
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–2025
2025–
1998–1999
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–2025
2025–
განახლდა: 11 ოქტომბერი, 2025

ჩატარებული მატჩები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გურამ კაშია — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით
ფეხბურთელი მატჩი გოლი პერიოდი
1 გურამ კაშია 126 3 2009–
2 ჯაბა კანკავა 101 10 2004–2024
3 ლევან კობიაშვილი 100 12 1996–2011
4 ზურაბ ხიზანიშვილი 92 1 1999–2015
5 კახა კალაძე 83 1 1996–2011
6 გიორგი ლორია 78 0 2008–
7 ოთარ კაკაბაძე 76 0 2015–
8 გიორგი ნემსაძე 69 0 1992–2004
9 ალექსანდრე იაშვილი 67 15 1996–2011
10 გოჩა ჯამარაული 62 6 1994–2004
ვალერი ყაზაიშვილი 62 13 2014–2022
ნიკა კვეკვესკირი 62 0 2015–
შოთა არველაძე — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით
ფეხბურთელი გოლი მატჩი საშ. პერიოდი
1 შოთა არველაძე 26 61 0.43 1992–2007
2 გიორგი მიქაუტაძე 21 40 0.53 2021–
3 ხვიჩა კვარაცხელია 20 44 0.45 2019–
თემურ ქეცბაია 17 52 0.33 1990–2003
4 ალექსანდრე იაშვილი 15 67 0.22 1996–2011
5 თორნიკე ოქრიაშვილი 13 50 0.26 2010–2021
ვაკო ყაზაიშვილი 13 62 0.21 2014–2022
6 გიორგი დემეტრაძე 12 56 0.21 1996–2007
ლევან კობიაშვილი 12 100 0.12 1996–2011
7 ჯაბა კანკავა 10 101 0.1 2004–2024

მთავარი მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 7 სექტემბერი, 2025[30]
მთავარი მწვრთნელი სამუშაო პერიოდი შედეგები
თამაში მოგება ფრე წაგება მოგების %
საქართველოს სსრ–ის დროშა გივი ნოდია 27 მაისი, 1990 10100
საქართველოს დროშა გიგა ნორაკიძე 2 ივლისი, 1991 — 22 დეკემბერი, 1992 420250,00
საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე 25 მაისი, 1993 — 9 ნოემბერი, 1996 24911437,50
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი (მ. შ.) 5 დეკემბერი, 1996 — 8 დეკემბერი, 1996 20020
საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 30 მარტი, 1997 — 11 ოქტომბერი, 1997 741257,14
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი 6 თებერვალი, 1998 — 30 მაისი, 1998 532060,00
საქართველოს დროშა გიგლა იმნაძე (მ. შ.) 12 აგვისტო, 1998 10010
საქართველოს დროშა ვლადიმერ გუცაევი 19 აგვისტო, 1998 — 28 აპრილი, 1999 821525,00
ნიდერლანდების დროშა იოჰან ბოსკამპი 30 მაისი, 1999 — 9 ოქტომბერი, 1999 50140
საქართველოს დროშა დავით ყიფიანი / რევაზ ძოძუაშვილი 2 თებერვალი, 20006 ივნისი, 2001 1655631,25
საქართველოს დროშა ალექსანდრე ჩივაძე 15 აგვისტო, 2001 — 2 აპრილი, 2003 1143436,36
ხორვატიის დროშა ივო შუშაკი 30 აპრილი, 2003 — 11 ივნისი, 2003 210150,00
საქართველოს დროშა მერაბ ჟორდანია 6 სექტემბერი, 2003 — 11 ოქტომბერი, 2003 310233,33
საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა (მ. შ.) 18 თებერვალი, 2004 — 21 თებერვალი, 2004 30030
საფრანგეთის დროშა ალენ ჟირესი 27 მაისი, 2004 — 4 ივნისი, 2005 1022620,00
საქართველოს დროშა გაიოზ დარსაძე (მ. შ.) 17 აგვისტო, 2005 — 16 ნოემბერი, 2005 722328,57
გერმანიის დროშა კლაუს ტოპმიოლერი 1 მარტი, 2006 — 26 მარტი, 2008 24741329,17
ხორვატიის დროშა პეტარ სეგრტი (მ. შ.) 27 მაისი, 2008 — 31 მაისი, 2008 20110
არგენტინის დროშა ექტორ კუპერი 20 აგვისტო, 2008 — 14 ოქტომბერი, 2009 1614116,25
საქართველოს დროშა თემურ ქეცბაია 3 მარტი, 2010 — 14 ნოემბერი, 2014 401391832,50
საქართველოს დროშა კახაბერ ცხადაძე 25 მარტი, 201516 ნოემბერი, 2015 1031630,00
სლოვაკეთის დროშა ვლადიმერ ვაისი 29 მარტი, 201618 ნოემბერი, 2020 4716151634,04
საქართველოს დროშა რამაზ სვანაძე (მ. შ.) 19 ნოემბერი, 2020 —14 თებერვალი, 2021 10100
საფრანგეთის დროშა ვილი სანიოლი 15 თებერვალი, 2021 502391846.00
სულ: 284935913231,00

საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2025 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით.[31]

მოთამაშე სანაკრებო წლები ჩატარებული მატჩები საკაპიტნო მატჩები პირველი კაპიტნობა ბოლო კაპიტნობა
ჯაბა კანკავა2004–20211016215.08.201109.20.2021
კახა კალაძე1996–2011835004.09.199911.10.2011
გიორგი ნემსაძე1992–2004694224.09.199721.02.2004
გურამ კაშია2009–1253806.02.201304.09.2025
კახა ცხადაძე1991–1998252102.07.199111.10.1997
ლევან კობიაშვილი1996–20111001601.03.200625.05.2010
ზურაბ ხიზანიშვილი1999-201393807.02.200724.05.2012
ალექსანდრე ამისულაშვილი2003–201650814.11.201205.09.2016
გოჩა ჯამარაული1994–200462626.06.199413.10.2004
თემურ ქეცბაია1992–2003496?15.11.199527.03.2002
მურთაზ შელია1994–199829512.02.199411.10.1995
გია ჯიშკარიანი1991–19949402.09.199225.05.1993