ზესტაფონი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზესტაფონი (მრავალმნიშვნელოვანი).
ზესტაფონი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი
მეტსახელი ზესტა, ფეროელები, მარგველები
დაარსდა 18 ივნისი, 2004
სტადიონი დავით აბაშიძის სტადიონი
ზესტაფონი, საქართველო
(ტევადობა: 4600)
მწვრთნელი საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
კაპიტანი საქართველოს დროშა ჯაბა დვალი
ლიგა ლიგა 3
ლიგა 3 (2022)

მე-15 ადგილი (დაქვეითდა)

საიტი = http://fczestafoni.ge
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ზესტაფონი“საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზესტაფონიდან, შეიქმნა 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით. იმავე, 2004 წელს, „ზესტაფონის“ მთავარი გუნდი ჩაერთო საქართველოს XIV-ე ეროვნულ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის.

სადღეისოდ, საფეხბურთო კლუბის სისტემაში მთავარ გუნდთან ერთად შედიან: „ზესტაფონი–2“ (საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დუბლიორთა ტურნირის მონაწილე) და ჭაბუკთა გუნდები.

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ გარემონტდა დავით აბაშიძის სტადიონი, დაიგო ახალი ხელოვნურსაფარიანი სათამაშო მოედანი, მინდორზე დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, მიმდიანრეობს კლუბის ბაზის მშენებლობა და ა. შ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწყისი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ზესტაფონის ნაკრები, 1923 წელი, გუნდის შემადგენლობა (მარცხნიდან მარჯვნივ): ბუხუტი გამცემლიძე, ვასილ ცნობილაძე, გიორგი ბუბაშვილი, ბიჭიკო ერაძე, გოგი ლაშხიანი, ლადო უზლავა, ალიოშა ბარდაველიძე, სანდრო ჭინჭარაძე, სერგო ჩხეიძე, კოტე ლალიაშვილი, სერგო ზაქარიაძე.

ფეხბურთს ზესტაფონში თამაშობდნენ XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისიდან. პირველი ზესტაფონელი ფეხბურთელები იყვნენ ადგილობრივი გიმნაზიის (თანამედროვე I საჯარო სკოლა) აღსაზრდელები. ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ნაკრები პირველად შეიკრიბა 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დღესასწაულზე ამხანაგურად გაეჯიბრა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის გუნდს (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სენაკი ან ოზურგეთი). პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ზესტაფონში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, კერძოდ 1920 წელს. ზესტაფონის ნაკრებმა უმასპინძლა ბრიტანეთის იმპერიის საოკუპაციო ჯარების გუნდს და დაამარცხა იგი ანგარიშით 2-1. 20-იან წლებშიც ზესტაფონელი ფეხბურთელები არაერთხელ შეხვედრიან მეზობელი ქალაქების გუნდებს. 30-იან წლებში ზესტაფონში შეიქმნა ორი საფეხბურთო გუნდი — „მერცხალი“ და „ლოკომოტივი“, რომლებმაც მრავალჯერ მიიღეს მონაწილეობა შიდასაქალაქო და რეგიონალურ ტურნირებში.

მეტალურგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, „მეტალურგი“, 1970 წელი

ახალი ეპოქა ზესტაფონის ფეხბურთის ისტორიაში იწყება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა[1]. სწორედ ქარხნის პროფკომიტეტის ინიციატივით 1937 წლის 10 მაისს გაიმართა ფიზიკური კულტურის მუშაკთა თათბირი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების შესახებ. გუნდს ეწოდა „მეტალურგი“. 1938 წლის აგვისტოში „მეტალურგმა“ მონაწილეობა მიიღო ქალაქ მინსკში გამართულ სპორტსაზოგადოება „მეტალურგი“-ს საკავშირო ტურნირში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მოსკოვის „ელექტროსტალი“, სტალინგრადის „კრასნი ოქტიაბრი“, ლენინგრადის „მეტალურგი“ და მხოლოდ ფინალში დამარცხდა „სერპ ი მოლოტი“-ის გუნდთან. ამავე 1938 წლის შემოდგომიდან ზესტაფონის „მეტალურგი“ ჩაერთო საქართველოს ჩემპიონატში, რომელშიდაც სისტემატურად მონაწილეობდა 1989 წლის ჩათვლით.

მარგვეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსაქართველოს ვიცე-ჩემპიონი, უეფა-ს თასის მონაწილე, ს.კ. „მარგვეთი“ ,1996.

1990 წელს საქართველო გავიდა საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის შემადგენლობიდან, შეიქმნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და დაიწყო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი.

1990 წელს ზესტაფონში შეიქმნა ახალი კლუბი — საფეხბურთო კლუბი „მარგვეთი“, რომელმაც დაიკავა „მეტალურგის“ ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ჯგუფში და პირველივე წელს გადავიდა უმაღლეს ლიგაში. 1993 და 1996 წლებში „მარგვეთი“ საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 1996 წელს „მარგვეთი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და უეფა-ს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობას უფლება მიიღო. ფინანსური პრობლემების გამო 1998 წელს კლუბი დაიშალა.

1999—2004 წლებში კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე საფეხბურთო კლუბი „მეტალურგი“, რომელმაც 2001–2003 წლებში მოახერხა უმაღლეს ლიგაში თამაში. თუმცა ეს გუნდიც დაიშალა.

ზესტაფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა ახალი გუნდი — საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“. „ზესტაფონმა“ არსებობის პირველ სამ წელიწადში ეროვნულ ჩემპიონატებში მე-5 და ორჯერ მე-4 ადგილი დაიკავა და ზედიზედ სამჯერ მონაწილეობდა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩებში.

2008 წლის 16 მაისს, საფეხბურთო კლუბმა „ზესტაფონმა“ საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალში დაამარცხა თბილისის „ამერი“ 2:1 და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. 2010-2011 წლების სეზონში ზესტაფონი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გუნდმა ეს ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა.[2]

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრალური სტადიონი

ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა, რომელიც აშენებულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიერ, ფუნქციონირება დაიწყო 1952 წელს. თუმცა რამდენიმე მატჩი მშენებარე სტადიონზე ჩატარდა ოფიციალური გახსნის წინა, 1951 წელსაც. 1981 წელს არენაზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გადაიხურა დასავლეთის და აგებულ იქნა აღმოსავლეთის ტრიბუნა, რის შემდეგაც სტადიონის ტევადობა გაიზარდა 8 000 ადგილამდე.

2004 წელს კლუბ „ზესტაფონის“ შექმნის შემდეგ, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა და დღესაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელთა მიზანია არენის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვება.

2005 წლის ზაფხულში სტადიონზე ჩატარდა მინდვრის საფარის გამოცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები. დამონტაჟდა გერმანული ტექნოლოგიით შექმნილი ახალი სადრენაჟო სისტემა, ამერიკული ფირმა „რაინბიორდის“ სარწყავი სისტემა, რომელიც წარმატებით გამოიცადა 2004 წელს პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ 8 სტადიონზე. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაგებულია მინდვრის საფარი – თურქული ფირმა „ჩიმექსის“ მიერ დამზადებული „ნატურალური მწვანე ხალიჩა“. სწორედ ამ ფირმის პროდუქციაა გამოყენებული „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ მშობლიურ არენებზე, ასევე რუსთავის „მეტალურგის“ სტადიონზე. კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილია კლუბისათვის ახალი ბაზის აშენება, ახალი ტრიბუნების აგება, თანამედროვე ტაბლოს დამონტაჟება და სხვა.[3]

2010 წლის 9 აპრილს სტადიონს მიენიჭა დავით აბაშიძის სახელი.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდის ფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაცრისფერი თეთრი

ლოგოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა 2014/15[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საქართველო საქართველო დავით კუპატაძე
2 მცველი საქართველო საქართველო დავით მთივლიშვილი
5 მცველი საქართველო საქართველო მირიან რობაქიძე
6 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი ვასაძე
7 ნახევარმცველი საქართველო საქართველო დავით რაჟამაშვილი
8 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ივანე ხაბელაშვილი
10 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ილურიძე (კაპიტანი)
17 თავდამსხმელი საქართველო საქართველო ირაკლი სიხარულიძე
18 მცველი საქართველო საქართველო დავით ლომაია
22 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ვაჟა ნემსაძე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
28 მეკარე საქართველო საქართველო გია მახათაძე
33 მცველი საქართველო საქართველო ოთარ ხიზანეიშვილი
42 თავდამსხმელი ნიგერია ნიგერია ჯონ ჯერემია
70 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გიორგი ბერიძე
77 მცველი საქართველო საქართველო ლაშა მჭედლიშვილი
80 ნახევარმცველი საქართველო საქართველო ზვიად სიხარულია
99 თავდამსხმელი საქართველო საქართველო გურამ სამუშია
- მცველი საქართველო საქართველო მიხეილ ვაჭარაძე
- თავდამსხმელი საქართველო საქართველო არჩილ მესხი (იჯარით თბილისის დინამოდან)

იჯარით წასული ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე

2014/2015 წლის ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოვიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მცველი საქართველოს დროშა ოთარ ხიზანეიშვილი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ხიდეშელი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი კაჭკაჭიშვილი** საქართველოს დროშა მაჭახელა ხელვაჩაური
მცველი საქართველოს დროშა ოთარ ხიზანეიშვილი საქართველოს დროშა სიონი ბოლნისი
მცველი საქართველოს დროშა დავით ლომაია საქართველოს დროშა ზუგდიდი
მცველი საქართველოს დროშა დავით მთივლიშვილი საქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ჩიხრაძე ლატვიის დროშა დაუგავა დაუგავპილსი
მცველი საქართველოს დროშა ფირუზ მარაქველიძე საქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლაშა გვალია რუსეთის დროშა ურალი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გურამ სამუშია** საქართველოს დროშა ზუგდიდი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა დავით რაჟამაშვილი** საქართველოს დროშა დილა გორი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ვასაძე საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ივანე ხაბელაშვილი საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა დავით რაჟამაშვილი საქართველოს დროშა სასკო
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ზვიად სიხარულია საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნოდარ გაჩეჩილაძე საქართველოს დროშა ჩხერიმელა ხარაგაული
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ბერიძე საქართველოს დროშა დილა გორი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა პავლე ხორგუაშვილი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა მათე კვირკვია საქართველოს დროშა ვიტ ჯორჯია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ვაჟა ნემსაძე საქართველოს დროშა ალგეთი მარნეული
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ნიკოლოზ გელაშვილი აზერბაიჯანის დროშა ყარაბაღი აღდამი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ჯაბა დვალი საქართველოს დროშა დინამო თბილისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ბექა ტუღუში საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გიორგი ილურიძე კვიპროსის დროშა ერმისი ლარნაკა
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ბექა მიქელთაძე {{{link alias-s}}} დროშა
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ირაკლი სიხარულიძე საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
თავდამსხმელი ნიგერიის დროშა ჯონ ჯერემია საქართველოს დროშა გაგრა
თავდამსხმელი საქართველოს დროშა არჩილ მესხი* საქართველოს დროშა დინამო თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა კახაბერ მეშველიანი საქართველოს დროშა სამტრედია
მეკარე სერბეთის დროშა ბოიან პავლოვიჩი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი საქართველოს დროშა ზაზა ჭელიძე ბელარუსის დროშა გომელი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი გურული საქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
მცველი საქართველოს დროშა ოთარ ხიზანეიშვილი საქართველოს დროშა სიონი ბოლნისი
მცველი საქართველოს დროშა თეიმურაზ ღონღაძე საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მცველი საქართველოს დროშა გიორგი კაჭკაჭიშვილი საქართველოს დროშა სპარტაკი ცხინვალი
მცველი საქართველოს დროშა თედორე გრიგალაშვილი საქართველოს დროშა სამტრედია
მცველი საქართველოს დროშა თორნიკე გრიგალაშვილი საქართველოს დროშა სამტრედია
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ხიდეშელი საქართველოს დროშა დილა გორი
მცველი საქართველოს დროშა რენე ფერეირა საქართველოს დროშა დინამო თბილისი
ნახევარმცველი ნიგერიის დროშა ნაემეკა აჯურუ {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი სერბეთის დროშა იგორ იელიჩი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გრიგოლ დოლიძე საქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა რევაზ გეწაძე საქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი კუხიანიძე საქართველოს დროშა შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ბექა კაკუშაძე საქართველოს დროშა სამგურალი წყალტუბო
ნახევარმცველი საქართველოს დროშა დავით რაჟამაშვილი საქართველოს დროშა სასკო თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ვახტანგ ჭანტურიშვილი საქართველოს დროშა დინამო თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ჭანკოტაძე საქართველოს დროშა სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლევან შარიქაძე საქართველოს დროშა სამტრედია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა მიხეილ სარდალიშვილი საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ავთო ენდელაძე საქართველოს დროშა ზუგდიდი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლაშა გვალია საქართველოს დროშა დილა გორი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა დიმიტრი ტატანაშვილი საქართველოს დროშა დინამო ბათუმი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ნიკოლოზ საბანაძე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ბექა ტუღუში საქართველოს დროშა ტორპედო ქუთაისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ნიკოლოზ გელაშვილი ალბანეთის დროშა ფლამურტარი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ირაკლი ქობალია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ჯაბა დვალი მოლდოვის დროშა დაჩია კიშინიოვი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა თორნიკე კაპანაძე საქართველოს დროშა სამტრედია
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ბექა მიქელთაძე საქართველოს დროშა დინამო თბილისი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა გიორგი ფანცულაია {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

ცნობილი ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი კატეგორია:ზესტაფონის ფეხბურთელები

გოლები უმაღლეს ლიგაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბომბარდირები სეზონის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2013-14 ნიკოლოზ საბანაძე საქართველოს დროშა საქართველო 8
2012-13 თორნიკე გორგიაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 5
2011-12 ჯაბა დვალი საქართველოს დროშა საქართველო 20
2010-11 ნიკოლოზ გელაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 18
2009-10 ნიკოლოზ გელაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 16
2008-09 ნიკოლოზ გელაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 20
2007-08 ჟილვან ვიეირა ბრაზილიის დროშა ბრაზილია 12
2006-07 გოგი ფიფია საქართველოს დროშა საქართველო 13
2005-06 ზურაბ იონანიძე საქართველოს დროშასაქართველო 12

ყველა დროის ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პოზიცია ქვეყანა წლები გოლი
ნიკოლოზ გელაშვილი თავდამსხმელი საქართველოს დროშა 2008–2011 63
ზურაბ იონანიძე თავდამსხმელი საქართველოს დროშა 2005–2009 48
ჯაბა დვალი თავდამსხმელი საქართველოს დროშა 2010–2012 45
რატი წინამძღვრიშვილი თავდამსხმელი საქართველოს დროშა 2008–2013 24
თორნიკე გორგიაშვილი ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2005–2013 21
გოგი ფიფია ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2005–2011 21
შოთა გრიგალაშვილი ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2009–2012 18

გოლები ნომრების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლი Nº სახელი ქვეყანა თარიღი
1 გიორგი ქურციკიძე საქართველოს დროშა 2 აგვისტო, 2004
100 ზურაბ იონანიძე საქართველოს დროშა 18 ნოემბერი, 2006
200 ნიკოლოზ გელაშვილი საქართველოს დროშა 2 ნოემბერი, 2008
300 ნიკოლოზ გელაშვილი საქართველოს დროშა 29 აგვისტო, 2010
400 ზაალ ელიავა საქართველოს დროშა 14 დეკემბერი, 2011

ზესტაფონის მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2013 — საქართველოს დროშაგია გეგუჩაძე
2013 სერბეთის დროშარატკო დოსტანიჩი
2012 — 2013 საქართველოს დროშაკახაბერ კაჭარავა
2012 საქართველოს დროშაზაზა ზამთარაძე
2011 — 2012 საქართველოს დროშაგია ჭიაბრიშვილი 2 საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს სუპერთასი
2008 — 2011 საქართველოს დროშაგია გეგუჩაძე 1 საქართველოს ჩემპიონი
2006 — 2008 საქართველოს დროშა თემურ მახარაძე 1 საქართველოს თასი
2006 საქართველოს დროშა მერაბ კოჭლაშვილი
2005 — 2006 საქართველოს დროშა კობა ჟორჟიკაშვილი
2004 — 2005 მოლდოვის დროშა ვლადიმირ ზემლიანოი

სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ლიგა ადგ. თ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნა
2004–05 უმაღლესი ლიგა 5 36 16 5 15 38 48 53 ფინალისტი
2005–06 უმაღლესი ლიგა 4 30 18 7 5 44 22 61 ფინალისტი
2006–07 უმაღლესი ლიგა 4 26 16 9 1 55 11 57 ფინალისტი
2007–08 უმაღლესი ლიგა 3 26 18 5 3 56 16 59 გამარჯვებული ინტერტოტოს თასის პირველი ეტაპი
2008–09 უმაღლესი ლიგა 4 30 16 4 10 43 27 52 1/4 ფინალი უეფა–ს თასის პირველი სკვალიფიკაციო ეტაპი
2009–10 უმაღლესი ლიგა 3 36 19 10 7 58 33 67 1/4 ფინალი უეფა–ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2010–11 უმაღლესი ლიგა 1 36 24 6 6 72 19 78 ნახევარფინალი უეფა–ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
2011–12 უმაღლესი ლიგა 1 36 24 7 5 73 33 79 ფინალისტი უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

უეფა–ს ევროპის ლიგის პლეი–ოფი

2012–13 უმაღლესი ლიგა 5 32 12 6 14 35 38 42 1/16 ფინალი უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2013–14 უმაღლესი ლიგა 2 32 19 5 8 48 23 62 1/8 ფინალი უეფა-ს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
2014–15 უმაღლესი ლიგა 16 30 6 8 16 40 61 26 1/8 ფინალი დისკვალიფიკაცია
2018 რეგიონული ლიგა 4 28 17 2 9 60 33 23/30 მეორე რაუნდი
2019 რეგიონული ლიგა 2 27 20 5 2 100 29 23/42 1/16-ფინალი აზღევდა ლიგა 4-ში
2020 ლიგა 4 6 14 4 4 6 22 20 16 მეორე რაუნდი
2021 ლიგა 4 2 36 23 9 4 76 27 41/37 1/16-ფინალი აზღევდა ლიგა 3-ში
2022 ლიგა 3 15 30 4 3 23 18 77 15 მეორე რაუნდი
2023 ლიგა 3 13 30 6 11 13 33 46 29 პირველი რაუნდი


ყველა შეჯიბრის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 19 იანვარი 2014
შეჯიბრი სეზონი მატჩი მოგება ფრე წაგება გტ გშ ქულა
საქართველოს უმაღლესი ლიგა 10 305 170 63 72 493 262 573
საქართველოს თასი 10 67 40 14 13 123 50 134
საქართველოს სუპერთასი 3 3 1 1 1 3 2 4
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2 6 1 2 3 6 9 5
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 4 14 4 4 6 27 16 16
უეფა–ს ინტერტოტოს თასი 1 2 1 0 1 2 3 3

ევროთასებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი შეჯიბრი ეტაპი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
2007 უეფა–ს ინტერტოტოს თასი 1Q ყაზახეთის დროშა ტობოლი 2–0 0–3
2008–09 უეფა-ს თასი 1Q უნგრეთის დროშა დიორი ეტო 1–2 1–1
2009–10 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ლისბერნი 6–0 5–1
2Q შვედეთის დროშა ჰელსინგბორგი 1–2 2–2
2010–11 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q სან-მარინოს დროშა ფაეტანო 5–0 0–0
2Q სლოვაკეთის დროშა დუკლა ბანსკა–ბისტრიცა 3–0 0–1
3Q უკრაინის დროშა კარპატი ლვოვი 0–1 0–1
2011–12 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q მოლდოვის დროშა დაჩია კიშინიოვი 3–0 0–2
3Q ავსტრიის დროშა შტურმი გრაცი 1–1 0–1
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა პლეი-ოფი ბელგიის დროშა ბრიუგე 3–3 0–2
2012–13 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q აზერბაიჯანის დროშა ნეფთჩი ბაქო 2–2 0–3
2014–15 უეფა-ს ევროპის ლიგა 2Q სლოვაკეთის დროშა სპარტაკი ტრნავა 0–0 0–3

უეფა–ს კლუბების რეიტინგში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 19 იანვარი 2014[4]
ადგილი ქვეყანა კლუბი კოეფიციენტი
233 შვედეთის დროშა მალმე 6.265
234 შვედეთის დროშა კალმარი 6.265
235 საქართველოს დროშა ზესტაფონი 5.975
236 ხორვატიის დროშა სლავენი ბელუპო 5.925
237 პოლონეთის დროშა რუხი ხოჟუვი 5.775

მატჩები უმაღლეს ლიგაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 19 იანვარი 2014
სახელი პოზიცია ქვეყანა წლები მატჩები
როინ კვასხვაძე მეკარე საქართველოს დროშა 2005– 155
ალექსი ბენაშვილი ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2005–2013 136
გიორგი ხიდეშელი მცველი საქართველოს დროშა 2005–2013 116
სევასტი თოდუა მცველი საქართველოს დროშა 2005–2010 116
თორნიკე აფციაური ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2010–2013 114
ზურაბ იონანიძე თავდამსხმელი საქართველოს დროშა 2005–2010 113
თორნიკე გრიგალაშვილი ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2005–2013 112
ზაალ ელიავა მცველი საქართველოს დროშა 2009–2012 108
ირაკლი ძარია ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2005–2011 108
ნიკოლოზ გელაშვილი თავდამსხმელი საქართველოს დროშა 2007–2011 107
შოთა გრიგალაშვილი ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2009–2012 101
მურთაზ დაუშვილი ნახევარმცველი საქართველოს დროშა 2005–2011 99
ჯაბა დვალი თავდამსხმელი საქართველოს დროშა 2009–2012 98

ტექნიკური შტაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოზიცია სახელი
ვიცე პრეზიდენტი საქართველოს დროშა ვასილ გველესიანი
სპორტული დირექტორი საქართველოს დროშა მიხეილ ხუციშვილი
პრეს ატაშე საქართველოს დროშა სერგო ფუტკარაძე
ექიმი საქართველოს დროშა ოთარ მაღლაფერიძე
ადმინისტრატორი საქართველოს დროშა ალექსანდრე (უჩა) კიკნაველიძე
ვიდეო ოპერატორი საქართველოს დროშა თემურ კვინიკაძე
მასაჟისტი საქართველოს დროშა ზაზა გოგლიჩიძე
მასაჟისტი საქართველოს დროშა თემურ გამყრელიძე
მძღოლი საქართველოს დროშა გიორგი ძაბირაძე[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზესტაფონის პარტნიორი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  2. ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-27. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  3. სტადიონი დაარქივებული 2011-07-08 საიტზე Wayback Machine. .
  4. უეფა–ს კლუბების რეიტინგი 2014. uefa.com. ციტირების თარიღი: 2014-01-19.
  5. პერსონალი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. .