სავენახო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სავენახოქართული პოეტური ფოლკლორის სახეობა, მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული უძველესი ლექს-სიმღერები. სრულდებოდა როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. სპეციფიკურია დასავლეთ საქართველოს სავენახო ლექს-სიმღერები, რომლებიც ზოგიერთ კუთხეში „აგიდელას“ სახელწოდებით იყო ცნობილი, უმთავრესად ნადური შრომის დროს სრულდებოდა და მოიცავდა დრამატულ-თეატრალურ პლასტებს. სავენახოს პოეტური ტექსტი ძირითადად გარითმულია, იშვიათად ურითმოც გვხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქროშიძე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963;
  • ჭელიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 641, თბ., 1984