ანთიმოზ ივერიელის თასი

ანთიმოზ ივერიელის თასი — მორაგბეთა თასი, რომელიც 2002 წლიდან თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მას სახელი ეწოდა რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ანთიმოზ ივერიელის პატივსაცემად.
თასის შექმნის იდეა გაზეთ რეზონანსში დაიბადა. ის უნდა ყოფილიყო ინგლის – შოტლანდიას შორის კალკუტის თასის და ახალი ზელანდია – ავსტრალიას შორის გასათამაშებელი ბლედისლოუს თასის ანალოგი. რაც შეეხება თასის სახელს, ანთიმოზ ივერიელის გარდა, განიხილებოდა ნიკიფორე ირბახის და ბესიკ გაბაშვილის ვარიანტებიც, თუმცა, საბოლოოდ პირველი შეირჩა.[1]
ბრინჯაოს თასი ქართველმა სკულპტორმა ირაკლი ჯაფარიძემ დაამზადა.[2]
თასი თამაშდება ყველა საერთაშორისო მატჩში საქარველოს და რუმინეთის ნაკრებს შორის, გარდა მსოფლიო თასის მატჩებისა.
თასს დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ფლობს, რომელმაც 2023 წლის 12 აგვისტოს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში ანგარიშით 56 - 6 გაიმარჯვა. საერთო ჯამში კი ანგარიში არის 17–6 საქართველოს სასარგებლოდ.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | თარიღი | მასპინძელი | ანგარიში | სტუმარი | გამარჯვებული | ადგილი |
---|---|---|---|---|---|---|
2002 | 6 აპრილი | საქართველო | 23 - 31 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2003 | 30 მარტი | საქართველო | 6 - 19 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2004 | 27 მაისი | რუმინეთი | 25 - 18 | საქართველო | ![]() |
იასი |
2005 | 12 მარტი | საქართველო | 20 - 13 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2006 | 25 თებერვალი | რუმინეთი | 35 - 10 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2007 | 3 თებერვალი | რუმინეთი | 17 - 20 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2008 | 9 თებერვალი | საქართველო | 22 - 7 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2009 | 14 მარტი | საქართველო | 28 - 23 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2010 | 13 მარტი | რუმინეთი | 22 - 10 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2011 | 12 მარტი | საქართველო | 18 - 11 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2012 | 10 მარტი | რუმინეთი | 13 - 19 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2013 | 16 მარტი | რუმინეთი | 9 - 9 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2014 | 15 მარტი | საქართველო | 22 - 9 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2015 | 21 მარტი | რუმინეთი | 6 - 15 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2016 | 19 მარტი | საქართველო | 38 - 9 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2017 | 19 მარტი | რუმინეთი | 8 - 7 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2018 | 18 მარტი | საქართველო | 25 - 16 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2019 | 9 თებერვალი | რუმინეთი | 9 - 18 | საქართველო | ![]() |
კლუჟ-ნაპოკა |
2020 | 1 თებერვალი | საქართველო | 41 - 13 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2021 | 28 მარტი | საქართველო | 28–17 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
2022 | 12 მარტი | რუმინეთი | 23–26 | საქართველო | ![]() |
ბუქარესტი |
2023 | 4 მარტი | საქართველო | 31–7 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი |
12 აგვისტო | საქართველო | 56–6 | რუმინეთი | ![]() |
თბილისი | |
2024 | 2 მარტი | საქართველო | რუმინეთი | თბილისი |
ჯამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილი | თამაშები | მოგება![]() |
მოგება![]() |
ფრე | საქართველოს ქულები | რუმინეთის ქულები |
---|---|---|---|---|---|---|
საქართველოში | 13 | 11 | 2 | 0 | 358 | 181 |
რუმინეთში | 10 | 5 | 4 | 1 | 152 | 167 |
ჯამი | 23 | 16 | 6 | 1 | 510 | 348 |
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველო (17): 2005, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023, 2023
რუმინეთი (6): 2002, 2003, 2004, 2006, 2010, 2017