შინაარსზე გადასვლა

პორტალი:პოლონეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Reczpospolita Polska

პოლეთი (პოლ. Polska) ან სრული დასახელე პოლონეთის რესპუბლიკა (პოლ. Rzeczpospolita Polska) - სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ევროპის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან აქვს გასვლა ბალტიის ზღვაში, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსეთის ერთ ოლქს კალინინგრადს, ბელარუსს, უკრაინას. სამხრეთიდან ჩეხეთსა და სლოვაკეთს, დასავლეთიადან გერმანიას.

რჩეული სტატია
ლივონია 1573-78 წლებში
ლივონია 1573-78 წლებში

ლივონიის ომი 1558-1583 წწ; მოსკოვის სახელმწიფოს ომი ლივონიის დასაპყრობად და ბალტიის ზღვაზე გასასვლელად.

ბალტიისპირეთის მიწების ათვისებით თავდაპირველად დაინტერესებული იყო რუსული თავად-აზნაურობა, ხოლო „ევროპაში ფანჯრის გაჭრით“ — რუს ვაჭართა ფენა.

ომი დაიწყო ლივონიის ორდენის წინააღმდეგ. შემდეგ, ომში, მოსკოვის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩაებნენ შვედეთი, პოლონეთი და ლიტვა; მაგრამ უკვე 1559 წელს ა. ადაშევის პოლიტიკური ჯგუფის გავლენით,

ნარვას ალყა 1558
ნარვას ალყა 1558
მოწინააღმდეგენი დაზავდნენ. ლივონიის ფეოდალებმა ისარგებლეს ამით და პოლონეთის მეფის სიზიგმუნდ II-ს მფარველობაში შევიდნენ. იმავე წელს დანია დაეუფლა კურლანდიისა და ეზელ-ვიკის ეპარქიებს.

1560 წელს რუსებმა დაამარცხეს ორდენის ჯარი და დაიპყრეს მარიენბურგი და ფელინი. ჩრდილოეთ ესტონეთის ფეოდალები შვედეთის მფარველობაში შევიდნენ...(...სრულად)

რჩეული სურათი
ზამოსცი ცენტრალური მოედანი (რინეკი)
პოლონეთის რეგიონები
იცოდით, რომ…


  • ვარშავაში არ არის მერი. პირს რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებს აგვარებს ბურმისტრი ან ვარშავის პრეზიდენტი ეწოდება.
რჩეული ბიოგრაფია
ეჟენ დელაკრუა. ფ. შოპენის პორტრეტი
ეჟენ დელაკრუა. ფ. შოპენის პორტრეტი

ფრედერიკ შოპენი (პოლ. Fryderyk Franciszek Chopin) (22 თებერვალი (სხვა წყაროებით — 1 მარტი) 1810, სოფელი ჟელიაზოვა–ვოლია, ვარშავის მახლობლად, პოლონეთი — 5 (17 ოქტომბერი) 1849, პარიზი, საფრანგეთი), პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი, დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში (ფრანგ. Frédéric François Chopin). ავტორი მრავალრიცხოვანი ნაწარმოებებისა ფორტეპიანოსთვის.

პოლონური მუსიკალური ხელოვნების უდიდესი წარმომადგენელი. 1831 წლიდან ცხოვრობდა პარიზში. შოპენის მუსისკისთვის დამახასიათებელია ლირიზმი, სხვადასხვა ხასიათის დაგვეწილად გადმოცემა; მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფართო ეროვნულ–ფოლკლორული და ჟანრული კავშირებით. მან ახლებურად განმარტა სხვადასხვა ჟანრი: ააღორძინა რომანტიზმზე დაფუძნებული პრელუდია, შექმნა საფორტეპიანო ბალადა, პოეტიზმი და დრამატიზმი შეიტანა ცეკვებში – მაზურკა, პოლონეზი, ვალსი; სკერცო გარდასახა დამოუკიდებელ ნაწარმოებად; გაამდიდრა ჰარმონია და საფორტეპიანო ფაქტურა...(...სრულად)

კატეგორიები
საჭირო სტატიები
დღესასწაულები