ხაჭაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაჭაპური
Adjarian khachapuri in an oven.png
აჭარული ხაჭაპური
ტიპი გულიანი პური
წარმოშობის ადგილი საქართველოს დროშა საქართველო
ძირითადი
შემადგენლობა
ყველი, კვერცხი, ფქვილი

ხაჭაპურიქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან.[1] არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.[2] როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.[1] ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.[2]

2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[3] იმავე წელს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“,[4] სადაც სხვა ქართულ კერძებთან ერთად ხაჭაპურიც წარადგინეს.[5]

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით 2020 წლის 27 თებერვალი გამოცხადდა „ხაჭაპურის ეროვნულ დღედ“[6], რათა აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ფასეულობის მატარებელი პროდუქტის მნიშვნელობა და ასევე ხელი შეუწყოს მის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.[7]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ხაჭაპური — გასტრონომია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-07. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
  2. 2.0 2.1 ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  3. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის — „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 22 დლეკემბერი, 2019.
  4. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  5. საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (31 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  6. 27 თებერვალი - ხაჭაპურის ეროვნული დღე
  7. ხაჭაპური ეროვნული დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 2021-01-16.