შოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კურორტი
შოვი

შოვის ლანდშაფტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°42′07″ ჩ. გ. 43°40′21″ ა. გ. / 42.70194° ჩ. გ. 43.67250° ა. გ. / 42.70194; 43.67250
ცენტრის სიმაღლე 1520
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შოვი — საქართველო
შოვი
შოვი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შოვი

შოვი — კურორტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში,[1] მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.

შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6 °C) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C). სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.

შოვის ტრაგედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ჯელაძეს დამეწყრილი ზონიდან გამოყავს დისშვილი - ტრაგედიის შემდეგ „მთის ამბების“ მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი ფოტოსურათი.

2023 წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა გლაციალური ღვარცოფი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 14 აგვისტოს მონაცემებით, ტრაგედიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა.[2] საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 22 ადამიანის ცხედარი; მაშველები ეძებენ კიდევ 9 ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შოვი&oldid=4543194“-დან