შაჰდენიზის გაზსადენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)
Jump to navigation Jump to search
ბაქოს გაზი და ნავთობსადენები

შაჰდენიზის გაზსადენი (ასევე სამხრეთ კავკასიის ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) — ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან საქართველოს გავლით თურქეთში. 2006 წლის 21 მაისს პირველი საცდელი ბუნებრივი აირი ჩაიტვირთა გაზსადენში სანგაჩალის ტერმინალიდან. გაზის პირველი გაშვება 2006 წლის 30 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი. ტექნიკური მიზეზების გამო გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 2006 წლის 20 დეკემბრამდე გადაიდო.

გაზსადენი იმავე კორიდორში შენდება სადაც რამდენიმე წლით ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიყვანეს ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით. გაზსადენის დიამეტრი 42 დიუმია, მისი სიგრძე 970 კმ-ია (442 კმ აზერბაიჯანში, 248 კმ საქართველოში და 280 კმ ქართულ - თურქულ საზღვარზე ერზრუმამდე გადის), ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. თითოეული მილის სიგრძე 11.5 მ. მილების მიწოდება განახორციელა იაპონურმა კომპანიამ Sumitomo Metal Industries.[1]

მომავალში გათვალისწინებულია გაზსადენის თურქმენულ და ყაზახურ მწარმოებლებთან შეერთება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, რომელიც ჯერ პროექტშია.

გაზსადენის პირველადი დანიშნულება თურქეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდებაა. როგორც ტრანზიტული სახელმწიფო საქართველო წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით. გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენი გაზს ევროპასაც მიაწოდებს მასთან თურქეთი-საბერძნეთი და საბერძნეთი-იტალიის სადენების შეერთებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთ-აზერბაიჯანის ხელშეკრულების თანახმად 15 წლის მანძილზე თურქეთი მიიღებს 91 კუბურ მლრდ ბუნებრივ აირს.

ბაქო - თბილსის მილსადენის მშენებლობას 2004 წელს შეუდგნენ, რომელიც 2006 წლის ბოლოსთვის დასრულდა. 2006 წლის ბოლოდან დაიწყო გაზის ტრანსპორტირება საქართველოში შაჰდენიზის პირველი ფაზის შემუშავების ფარგლებში. ნავთობსადენის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2007 წლის 25 მარტს შედგა. 2007 წლის ივლისიდან დაიწყო გაზის ტრანსპორტირება თურქეთში.

2013 წლის 17 დეკემბერს მიღებულ იქნა საინვესტიციო გადაწყვეტილება სამხრეთ-კავკასიის გაზსადენის პროექტის გაფართოების შესახებ[2]. 2014 წელს ამის თაობაზე ხელი მოეწერა კონტრაქტს Bredero Shaw International BV - სთან, რომელიც ითვალისწინებდა მილების იზოლაციის გაყვანას. კონტრაქტის ღირებულებამ შეადგინა 70 მლნ დოლარი, ხოლო სამუშაოების რეალიზაციის ვადამ 18 თვე[3].

2015 წლიდან დაიწყო გაფართოებითი სამუშაოები აზერბაიჯანსა და საქართველოში. გაფართოებითი სამუშაოები 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კავკასიურ მილსადენით საქართველოში მოწოდებული გაზი წარმოადგენს ალტერნატიულ ენერგეტიკულ რესურსს, სწორედ ამის გამო მას ქვეყნისთვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. ამ გაზსადენის ამოქმედებით საქართველო მთლიანად აღარ არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივი აირის მონოპოლისტ „გაზპრომზე“.

მილსადენის პირველი მიზანია თურქეთისა და საქართველოს გაზით მომარაგება. როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს აქვს უფლება მიიღოს წლიური გაზის მოხმარების 5%. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპას კასპიის ბუნებრივი აირის მიწოდება დაგეგმილი აქვს სამხრეთ-კავკასიური მილსადენებით, როგორიცაა ტრანს - ადრიატიკული მილსადენი და ტრანს-ანატოლური მილსადენი[4].

კონსორციუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზსადენის ძირითადი დამფინანსებლები არიან ბრიტიშ პეტროლიუმი და სტატოილი. კონსორციუმის მეწილეები არიან:

გაზსადენის ტექნიკური ოპერატორია ბრიტიშ პეტროლიუმი, ხოლო კომერციული ოპერატორი — სტატოილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]