ლაშა ბუღაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშა ბუღაძე
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1977(1977-11-16) (46 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა დრამატურგი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ნავიგატორი

ლაშა ბუღაძე (დ. 16 ნოემბერი 1977, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი. არის რამდენიმე პიესის და მოთხრობის, 7 რომანის ავტორი და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

ბუღაძის პირველი პიესა თეატრალურ სარდაფში დადგა დათო საყვარელიძემ, ხოლო შემდეგ არტგრუზ ფესტივალზე გავიდა 2000 წელს. ლაშა ბუღაძე ავტორია ესეების, მოთხრობების, ერთი სრულტანიანი, რამდენიმე ერთაქტიანი და ხუთწუთიანი პიესისა და ერთი რომანის „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“, რომელმაც ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა, ნომინაციაში — „წლის საუკეთესო რომანი“. მკითხველებში ყველაზე დიდი გამოხმაურება მისმა მოთხრობამ „პირველი რუსი“ გამოიწვია.[1]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის ავტორი წიგნისა „ყუთი“ (პიესების და მოთხრობების კრებული, 1999წ.), პიესებისა: „ოთარი“, „ის სკამი და აი, ეს საწოლი“, „ბალიში“, „დოქტორი ფრანკენშტეინი“ (თანაავტორი დ. საყვარელიძე, 1999) და სხვა. მისი პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები რუსთაველის თეატრსა და თეატრალურ სარდაფში. მისი ნაწარმოებები იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში 1977 წლიდან. გაიმართა მისი გრაფიკული ნამუშევრების ორი პერსონალური გამოფენა თბილისსა (1994) და ბაზელში (1995).

მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია ქართულ, რუსულ, სომხურ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ ენებზე. ლაშა ბუღაძის კარიკატურებისა და გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენები გაიმართა ბაზელსა (შვეიცარია, 1995) და თბილისში („ბაია-გალერეა“, 1996).

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ყუთი“ (1998)
  • „საუკუნის მკვლელობა“ (მცირე პროზა, თეატრალური სკეტჩები, 2000)
  • „მესამე სართული“ (2003)

დოკუმენტური პროზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „25 პატარა პიესა“ (2005)
  • „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“ (2006)
  • „ნაფტალინი“ (2007)
  • „ოთარი და სხვა პიესები“ (2008)
  • „თავი“ (2010)
  • „22პპ“ (2014)

პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ოთარი“ (1998, „თეატრალური სარდაფი“, თბილისი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • „ის სკამი და აი, ეს საწოლი“ (2001, ლონდონი, Riverside Studio, რეჟ. დ. გურჯი)
  • „La Comédie Française“ (2001, შვიდწუთიანი პიესების ფესტივალი, თბილისი-პარიზი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • „პოლიტიკური პიესა“ (2001, ბიდგოშჩი (პოლონეთი), რეჟ. ა. ორეხოვსკი)
  • „კაპრიჩიო“ (2001, თბილისი, „პატარა თეატრი“, რეჟ. ლ. წულაძე)
  • „აღშფოთებული ტატიანა“ (2003, მოსკოვის სამხატვრო თეატრი, „ახალი დრამის“ ფესტივალი, რეჟ. მ. უგაროვი)
  • „ნუგზარი და მეფისტოფელი“ (2003, თბილისი, „სამეფო უბნის თეატრი“, რეჟ. გ. თავაძე)
  • „პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი“ (2006, თბილისი, რუსთაველის თეატრი, რეჟ. რ. სტურუა)
  • „სულიერი არსებები, სულიერი პროცესები + უსულო საგნები“ (2007, თბილისი, რუსთაველის თეატრი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • „ნაფტალინი“ (2008, ბათუმი, რეჟ. რ. იოსელიანი)
  • „შვიდი პ. პ. (პატარა პიესა)“ (2010, თბილისის მ. თუმანიშვილის სახ. თეატრი, რეჟ. ზ. გეწაძე)
  • „ციცინოს სამყარო“ (2010, Le Plessis théâtre La Riche, საფრანგეთი, რეჟ. კ. შვარცენბერგი)
  • „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“ (2010, ფოთი, რეჟ. ი. გოგია)
  • „ნავიგატორი“ (2011, ლონდონი, რეჟ. მარიონ ნანსეროუ)
  • „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ (2013, ლონდონი, რეჟ. ვიკი ფიზერსტოუნი)

სცენარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყოველდღიური სატელევიზიო სერიალი „ძილის წინ“ (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, 2000-2002)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბროვოს (ბულგარეთი) კარიკატურისტთა ფესტივალი (1989)
  • ლიტერატურული პრემია „წინანდალი“ წლის საუკეთესო პიესისათვის „ოთარი“ (1999)
  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრემია პიესისათვის „ნუგზარი და მეფისტოფელი“ (2004)
  • წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერი“ რომანისათვის „ბოლო ზარი“ (2005)
  • წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერი“ რომანისათვის „ოქროს ხანა“ (2007)
  • რუსული სახელოვნებო პრემია „ტრიუმფი“ დრამატურგიაში (2007)
  • ბრიტანული რადიო BBC-ის პრემია რადიოპიესისათვის „როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს“ (2007)
  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის „თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობის“ მეორე პრემია (მოთხრობისათვის „საშინაო დავალება: როსტომ-ხანი“, 2010)
  • თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2011 წელს სცენაზე განხორციელებული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისათვის („ნაფტალინი“)
  • BBC-ს რადიოპიესების კონკურსის 2011 წლის გამარჯვებული (პირველი პრემია) პიესისათვის „ნავიგატორი“ (ინგლ. თარგმანი მაია ყიასაშვილი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]