შინაარსზე გადასვლა

ბორჯომი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბორჯომი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბორჯომი (მრავალმნიშვნელოვანი).
საფეხბურთო კლუბი ბორჯომი
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ბორჯომი
დაარსდა 1936
სტადიონი ჯემალ ზეინკლიშვილის სტადიონი
ბორჯომი, საქართველო
(ტევადობა: 4,000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა ვლადიმერ ხაჩიძე
ლიგა ლიგა 3
2023 მე-11
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ბორჯომი“საქართველოს საფეხბურთო კლუბი, დაარსდა 1936 წელს, ქალაქ ბორჯომში. საშინაო მატჩებს ატარებს სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველის, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე.

კლუბი დაარსდა 1936 წელს როგორც „თორი“ ბორჯომი. თავიდან თამაშობდა ადგილობრივ ჩემპიონატში, 1993-94 წლების სეზონში შედგა დებიუტი პირველ ლიგის აღმოსავლეთის ჯგუფში, სადაც 1997 წლამდე ასპარეზობდა. 2000-2002 წლებში ასევე გამოდიოდა პირველ ლიგაში, შემდეგ დაქვეითდა და 2004 წლამდე მეორე ლიგაში გამოდიოდა. 2004 წლის ზაფხულში კლუბს „ბორჯომი“ დაერქვა და პირველ ლიგაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აღზევდა. კლუბისთვის საუკეთესო 2005-06 წლების სეზონი გამოდგა, როდესაც სეზონი მე-5 ადგილზე დაამთავრა, 2007-08 წლების სეზონში შეძლო თასის ნახევარფინალში გასვლა. 2008-09 წლების სეზონში მე-11 ადგილის დაკავების შემდეგ დაბრუნდა პირველ ლიგაში. მეორე ლიგის 2013-14 წლების სეზონში პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ პირველ ლიგაში აღზევდა და ასპარეზობა B ჯგუფში განაგრძო.

  • 1936—2004: თორი ბორჯომი
  • 2004 წლიდან დღემდე: ბორჯომი
სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი შენიშვნა მწვრთნელი
1993-94 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 13 3412517 485941
1994-95 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 10 309417 477031
1995-96 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 19 365427 317819
1996-97 პირველი ლიგა აღმოსავლეთი 7 3821413 515267
2000-01 პირველი ლიგა
2001-02 პირველი ლიგა 12 222119 16687 დაქვეითდა
2002-03 რეგიონული ლიგა ცენტრი
2003-04 რეგიონული ლიგა ცენტრი აღზევდა
2004-05 პირველი ლიგა 2 302235 743669 1-ლი ეტპაი აღზევდა
2005-06 უმაღლესი ლიგა 5 301929 502659 1/4 ფინალი
2006-07 უმაღლესი ლიგა 10 268612 293530 1/4 ფინალი
2007-08 უმაღლესი ლიგა 9 269413 323931 ნახევარფინალი
2008-09 უმაღლესი ლიგა 11 1/32 ეტაპი დაქვეითდა
2013-14 მეორე ლიგა აღმოსავლეთი 1 302451 1072577 აღზევდა
2014-15 პირველი ლიგა
წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2013-2014 პაატა ბაკარანძესაქართველოს დროშა საქართველო14
2009-2009 ირაკლი კიკნაძესაქართველოს დროშა საქართველო8

გამოჩენილი ფეხბურთელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]