პორტალი განხილვა:საქართველო/თემები/პოლიტიკა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქ პოლიტიკოსებშიდუარდ კოკოითი, ბორის ჩოჩიევი, დიმიტრი სანაკოევი, ლევან ვარშალომიძე, სერგეი ბაღაფში რომ ჩასვათ, მგონი ცუდი არ იქნება --თემური მომწერე 17:53, 7 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

მართალია ქართველები არ არიან, მაგრამ პორტალი ხომ ქართველებზე არაა. მგონი მართლაც შეიძლება ამათი ჩამატება. — დათო პასუხი 17:58, 7 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიაზე, ”ფარგლებში” :)) მოღვაწე პოლიტიკოსები --თემური მომწერე 18:01, 7 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

მგონი არ იქნება გამართლებული. იმის გამო რომ არცერთი ჩამოთვლილი საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს. ისევე როგორც პარტია "სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის". --გრიგოლ 18:23, 7 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება საკამათოა, მაგრამ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გამიჯვნის მიუხედავად საქართველოს პოლიტიკური პროცესების ნაწილად არ უნდა ჩაითვალოს? - ალ-ო     @ 18:50, 7 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
მგონი, რომ არა. მე არ ვარ ამ საკითხის კარგი მცოდნე, რომ დამაჯერებლად დავასაბუთო. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ერთად. ის რომ აფხაზეთი აღიარებული არაა, აქ არაფერს ცვლის, ფაქტობრივად მოწყვეტილია ქართულ პოლიტიკურ პროცესს. --გრიგოლ 19:01, 7 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
უბრალოდ საქმე იმაშია, ჩემი აზრით, რომ მიუხედავად იმისა აღიარებულია ის თუ არა, ის მაინც არსებობს, ჩვენ ვწერთ ამაზე, იმიტომ ორმ ჩვენ უნდა ნეიტრალურები ვიყოთ ვიკიპედიაში მაინც (მიუხედავად ჩვენი პატრიოტული გრძნობებისა). აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა არსებობს და ჩვენ მგონი უნდა ვწეროთ ამაზე. ჩვენ აქ საქართველოს ვიკიპედიას კი არ ვქმნით, ჩვენ აქ ქართულ ვიკიპედიას ვქმნით. --თემური მომწერე 07:48, 8 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, რომ არსებობს. მეც მაგას ვამბობ. არსებობს და ფაქტობრივად საქართველოს გარეთ. ამიტომ შესაბამისი პარტიები და პოლიტიკოსები იყოს აფხაზეთის პორტალში და არა აქ. მე ასე მგონია. პირადად მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ეწეროს არძინბა, შამბა, ან ჩოჩიევი კატეგორიაში საქართველოს პოლიტიკა. --გრიგოლ 09:48, 8 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]