მარჯანიშვილი (თბილისის მეტრო)
| „მარჯანიშვილი“ | |
|---|---|
|
პირველი ხაზი | |
| თბილისის მეტროპოლიტენი | |
|
| |
| ამოსასვლელი | 41°42′35″N 44°47′52″E / 41.709846377317014° ჩ. გ. 44.79764290219433° ა. გ. |
| რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
| გახსნის თარიღი | 11 იანვარი, 1966 |
| წინა სახელები | მარჯანიშვილის მოედანი |
| ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის პილონური |
| ბაქნების რაოდენობა | 1 |
| ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
| ბაქნის სიგრძე | 102 მ |
| არქიტექტორ(ებ)ი |
გ. მელქაძე თ. მიქაშავიძე ნ. ქვარცხავა ი. ყავლაშვილი მ. მელია (ვესტიბიული) |
| მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
| ქალაქში გასასვლელი | კოტე მარჯანიშვილის მოედანი |
| სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
|
| |
| „მარჯანიშვილი“ ვიკისაწყობში | |
მარჯანიშვილი (ყოფილი მარჯანიშვილის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სადგურის მოედნისა და რუსთაველის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. სამგზავრო დარბაზის ქვედა პლატფორმის არქიტექტორები იყვნენ გ. მელქაძე, თ. მიქაშავიძე, ნ. ქვარცხავა, ი. ყავლაშვილი; ვესტიბიულისა — მ. მელია.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
ზედა ვესტიბიული ჩაშენებულია საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის“ შენობაში. ინტერიერი სადაა, მოპირკეთებულია წითელი და რუხი მარმარილოთი; მიწისქვეშა დარბაზს უკავშირდება ესკალატორით, იგი თბილისის მეტროში უძველესია (ტიპი ЭМ-5.5). მიწისქვეშა სადგურში თეთრი კამარისა და კედლების ფონზე კონტრასტულადაა დაპროექტებული შავი პოლირებული გრანიტის იატაკი და რუხი მარმარილოთი მოპირკეთებული თაღები.[1] მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოცემული (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი). სწორედ მის სახელს ატარებს სადგური. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.

