შინაარსზე გადასვლა

ლიახვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიახვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები შიდა ქართლის მხარე
ქალაქები ჯავა, ცხინვალი, გორი
სათავე კავკასიონის მთები
42°32′00″ ჩ. გ. 44°05′42″ ა. გ. / 42.53333° ჩ. გ. 44.09500° ა. გ. / 42.53333; 44.09500
სათავის სიმაღლე 2338 მ
შესართავი მტკვარი
41°58′41″ ჩ. გ. 44°06′01″ ა. გ. / 41.97806° ჩ. გ. 44.10028° ა. გ. / 41.97806; 44.10028
სიგრძე 115 კმ
აუზის ფართობი 2440 კმ²
მდინარის სისტემა ლიახვიმტკვარიკასპიის ზღვა
ლიახვი — საქართველო
ლიახვი
ლიახვი
ლიახვი — შიდა ქართლი
ლიახვი
ლიახვი
— სათავე, — შესართავი
ლიახვი ვიკისაწყობში

ლიახვი, დიდი ლიახვიმდინარე საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქალაქ გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ². მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომაღისწყალი, გუდისისწყალი, პატარა ლიახვი და მეჯუდა.

ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ²-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობაზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76 %, შემოდგომაზე — 16 %, ზამთარზე — 8 %, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ³/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ³/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას.

დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.