ლარი
ქართული ლარი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
კოდი ISO 4217 | GEL | ||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
ოფიციალური მომხმარებლები |
![]() | ||||
შედგება | 100 თეთრისგან | ||||
სიმბოლო | ₾ | ||||
მონეტები | 5, 10, 20, 50 თეთრი, 1, 2 და 10 ლარი | ||||
ბანკნოტები | 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200, 500 ლარი | ||||
ცენტრალური ბანკი | საქართველოს ეროვნული ბანკი | ||||
საიტი | [1] | ||||
გაცვლითი კურსი ( 23 სექტემბერი 2019 თვის) | |||||
1 USD | = 3.0000 GEL | ||||
1 EUR | = 3.3190 GEL | ||||
1 GBP | = 3.7580 GEL |
ქართული ლარი (₾ — ქართული ლარის ელექტრონული ნიშანი) — გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბრიდან[1]. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები[1].
სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება[1].
საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება[1].
საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურად[1] ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.
1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.
სიმბოლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთ თაღიანი „ლასი-სთვის“ ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციით წარმოდგენილ ნიმუშებს მიანიჭა . გამარჯვებული სიმბოლოს ავტორი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა[2][3].
2014 წლის 18 ივლისს, ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა Unicode Consortium-ს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა, ლარის სიმბოლოს Unicode Standard-ის ვალუტების ბლოკში დასარეგისტრირებლად. ქართული ლარის სიმბოლოს მახასიათებელია U+20BE GEORGIAN LARI SIGN
.[4]
2015 წლის 17 ივნისს, Unicode Consortium-მა გამოუშვა[5] Unicode V8.0 განახლება, რომელიც ლარის სიმბოლოს — „₾“-ს შეიცავს[6]. სიმბოლოს ბეჭდვის დროს გამოძახება შესაძლებელია ორი ღილაკის შეთავსებით Shift + ლ.
ბანკნოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.
1995 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ემისიით გამოუშვა 500 ლარიანი კუპიურის უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა საკოლექციო მიზნით, რომელიც მიმოქცევაში არ ჩაეშვა. ანალოგიური მიზნით ადგილი ჰქონდა მეორე ემისიას 2011 წელს, ასევე უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით, რომელიც ანალოგურად არ ჩაეშვა მიმოქცევაში.
ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისური ენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.
ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:
- 1 ლარიანზე — ნიკო ფიროსმანი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ.
- 2 ლარიანზე — ზაქარია ფალიაშვილი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ.
- 5 ლარიანზე — ივანე ჯავახიშვილი
- 10 ლარიანზე — აკაკი წერეთელი
- 20 ლარიანზე — ილია ჭავჭავაძე
- 50 ლარიანზე — თამარ მეფე
- 100 ლარიანზე — შოთა რუსთაველი
- 200 ლარიანზე — ქაქუცა ჩოლოყაშვილი
- 500 ლარიანზე — დავით აღმაშენებელი — არასდროს ჩაშვებულა ოფიციალურ სავაჭრო მიმოქცევაში.
2007 წლის აპრილში მიმოქცევაში შემოვიდა ახალი 200 ლარიანი კუპიურა. ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, მეორე მხარეს კი — სოხუმის ხედი. კუპიურას ფონად ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები აქვს.
1995-2006 წლის სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფოტო | ნომინალი (ლარი) |
ზომები (მმ) |
აღწერა | გამოშვების თარიღი | |
---|---|---|---|---|---|
ავერსი | რევერსი | ||||
![]() |
![]() |
1 | 115×61 | ავერსი: ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით „ფიროსმანი 1862–1918“. რევერსი: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან. |
1995, 1999, 2002, 2007 |
![]() |
![]() |
2 | 115×61 | ავერსი: ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით „ზაქარია ფალიაშვილი 1871–1933“, ხოლო მარცხენა მხარეს – მისი ოპერის – „აბესალომ და ეთერის“ უვერტიურის ნოტები. რევერსი: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა: „თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.“. |
1995, 1999, 2002 |
![]() |
![]() |
5 | 115×61 | ავერსი: ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876 – 1940“. რევერსი: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ – გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი, მარცხენა მხარეს – ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა. |
1995, 1999, 2002, 2008, 2011, 2013 |
![]() |
![]() |
10 | 125×63 | ავერსი: ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840–1915“, მერცხალი და აყვავებული რტო. რევერსი: დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „იმერეთი – დედაჩემი“ და ვაზის ლერწები. |
1995, 1999, 2002, 2007, 2008, 2012 |
![]() |
![]() |
20 | 131×65 | ავერსი: ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“, მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მაცნე“, „ივერია“ და პირადი ნივთები. რევერსი: თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება. XVIII ს–ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით. |
1995, 1999, 2002, 2008, 2011, 2013 |
![]() |
![]() |
50 | 135×66 | ავერსი: თამარ მეფის პორტრეტი წარწერით „თამარ მეფე. XII ს.“, ხოლო მარცხენა მხარეს – გრიფონის გამოსახულება სამთავისის ტაძრის ფასადის მორთულობიდან. რევერსი: ზოდიაქოს ნიშანი – „მშვილდოსანი“ – XII ს–ის ქართული მინიატურული ხელნაწერიდან. |
1995, 1999, 2004, 2008, 2011, 2013 |
![]() |
![]() |
100 | 140×67 | ავერსი: ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერით „შოთა რუსთაველი. XII ს.“, მარცხენა მხარეს – ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია. რევერსი: კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით – „დანიელი ლომთა ხაროში“ – მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“. |
1995, 1999, 2004, 2008, 2012 |
![]() |
![]() |
200 | 146×72 | ავერსი: საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები. რევერსი: სოხუმის ხედი და გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი. |
2006 |
![]() |
![]() |
500 | მმ×მმ | ავერსი: ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის პორტრეტი. რევერსი: ძველი ქართული ბოლნური წარწერები — „ბოლნისის რელიეფური სტელა, ასომთავრული V ს.“ |
1995. 2011 |
ლარის დიზაინის განახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2016 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის — ლარის განახლებული ბანკნოტები გამოუშვა. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვიდა და მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეს ცვლილება 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა. ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით „ლარის განახლება რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღთან, მოვლენასათან და ფაქტორთან დაკავშირებით მოხდა: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლარის 20 წლისთავის საიუბილეო თარიღი; მეორე - გაცვეთილი და დაზიანებული ფულის ნიშნების ახალი ბანკნოტების მარაგებით შევსების აუცილებლობა და მესამე - საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი რომელიც ლარს მსოფლიო ვალუტებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება“. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.[7]
განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან - 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები როგორიცაა „Giesecke & Devrient“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი) და „De La Rue“ (ინგლისი).[7]
2019 წლის 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ჩაეშვა განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.[8]
2016/2017-2019 წლის სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფოტო | ნომინალი (ლარი) |
ზომები (მმ) |
აღწერა | გამოშვების თარიღი | |
---|---|---|---|---|---|
ავერსი | რევერსი | ||||
![]() |
![]() |
5 | 122×62 | ავერსი: ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რევერსი: ნიკო ფიროსმანის ნახატები. |
2017 |
![]() |
![]() |
10 | 127×64 | ავერსი: აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840–1915“, ნაწყვეტი მისი ლექსიდან „გაზაფხული“, ავტოგრაფი, აყვავებული რტო და მერცხალი.. რევერსი: ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ტილო „იმერეთი - დედაჩემი“. |
2019 |
![]() |
![]() |
20 | 132×66 | ავერსი: ილია ჭავჭავაძის პორტრეტი; ჟურნალი „საქართველოს მაცნე“ და გაზეთი „ივერია“. რევერსი: თბილისის პანორამა, ვახტან გორგასლის ძეგლი. |
2016 |
![]() |
![]() |
50 | 137×68 | ავერსი: თამარ მეფის პორტრეტი; ვარძია. რევერსი: საუკუნის მანუსკრიპტიდან მშვილდოსანის გამოსახულება . |
2016 |
![]() |
![]() |
100 | 142×70 | ავერსი: შოთა რუსთაველის პორტრეტი. რევერსი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. |
2016 |
მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა — ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“.
2006 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 და 2 ლარის ნომინალისა და მოდიფიცირებული 50 თეთრის ღირებულების მონეტები გამოუშვა. ახალი მონეტები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით ავსტრიის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის ზარაფხანებში. 50-თეთრიანი ახალი მოდიფიკაციის მონეტა მიმოქცევაში იქნა გაშვებული ანალოგიური ნომინალის ძველი მონეტის პარალელურად, ერთ და ორ ლარიანი მონეტები კი შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად.[1]
2015 წლის 2 ნოემბერს ეროვნული ბანკის მიერ 1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადას 2017 წლის ბოლომდე, შემდგომში მათი გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით განხორციელდება. [9]
2018 წლის 5 ოქტომბერს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცა დადგენილება. რომელიც განსაზღვრავს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადას 2020 წლის ბოლომდე. შემდგომ, 2021 წლის ბოლომდე, მათი გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან — მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. ეს დადგენილება ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან. [10]
1993 წლის მონეტების სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1993 წლის სერია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოსახულება | ნომინალი | ზომა (მმ) | წონა (გრ) |
გამოშვების თარიღი |
შემადგენლობა | აღწერა | |||||
ავერსი | რევერსი | დიამეტრი | სისქე | ავერსი | რევერსი | ||||||
![]() |
![]() |
||||||||||
![]() |
![]() |
||||||||||
![]() |
![]() |
||||||||||
![]() |
![]() |
||||||||||
![]() |
![]() |
||||||||||
![]() |
![]() |
2006 წლის მონეტების სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2006 წლის სერია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოსახულება | ნომინალი | ზომა (მმ) | წონა (გრ) |
გამოშვების თარიღი |
შემადგენლობა | აღწერა | |||||
ავერსი | რევერსი | დიამეტრი | სისქე | ავერსი | რევერსი | წიბო | |||||
![]() |
![]() |
||||||||||
![]() |
![]() |
||||||||||
![]() |
![]() |
საკოლექციო მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გაშვებული იქნა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი — ოქროსფერი.
„ქართული წიგნი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა — „ქართული წიგნი“ გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ირაკლი ფაღავა. მონეტა მოიჭრა ლიეტუვას ზარაფხანაში.
„ქართული წიგნი“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925) | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოსახულება | ნომინალი | პარამეტრები | აღწერა | მოჭრის რაოდენობა | ||||||
ავერსი | რევერსი | დიამეტრი | მასა | ხარისხი | ავერსი | რევერსი | ||||
![]() |
![]() |
5 ლარი | 33 მმ | 15,5 გ | პრუფი | გელათის ოთხთავი, ლუკა მახარებელი, ქართული ნუსხური ხელნაწერი ტექსტი, წარწერები - „Romae MDCXXIX“ და „ႲႴႨႪႨႱႨ ႹႶႧ“, „საქართველო 2018 Georgia“ | ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „5“, ლარის სიმბოლო — „₾“, ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა „ლარი“, წარწერა ლათინური ასოებით: „Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018“ | 1500 ც. |
- აღწერა
- ავერსი: კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები - „Romae MDCXXIX“ და „ႲႴႨႪႨႱႨ ႹႶႧ“, რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (შესაბამისად, „რომი 1629“ და „ტფილისი 1709“). მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: „საქართველო 2018 Georgia“.
- რევერსი: კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „5“, რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა „₾“ დატანილი, ცენტრში კი — სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა „ლარი“. მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: „Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018“ („ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018“).
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტა მოიჭრა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში.
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925) | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოსახულება | ნომინალი | პარამეტრები | აღწერა | მოჭრის რაოდენობა | |||||||
ავერსი | რევერსი | დიამეტრი | მასა | ხარისხი | წიბო | ავერსი | რევერსი | ||||
![]() |
![]() |
10 ლარი | 33 მმ | 15,5 გ | პრუფი | გლუვი | 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები: მოფრიალე დროშა და გერბი, წარწერები: „26 მაისი“, „1918“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ და „10 ₾“ | საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოები: მოფრიალე დროშები და გერბი. წარწერები: „საქართველო“, „10 ლარი“, „2018“ და „GEORGIA“ | 1500 ც. |
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მონეტა მოიჭრა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925) | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოსახულება | ნომინალი | პარამეტრები | აღწერა | მოჭრის რაოდენობა | |||||||
ავერსი | რევერსი | დიამეტრი | მასა | ხარისხი | წიბო | ავერსი | რევერსი | ||||
![]() |
![]() |
5 ლარი | 33 მმ | 15,5 გ | პრუფი | გლუვი | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი, 7 მნათობი რომელსაც ვხვდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახლმწიფო გერბზე და წარწერა „ხუთი ლარი“ | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარწერები: „საქართველო“, „GEORGIA“, „1918“, „2018“ და „5 ₾“ | 1500 ც. |
„ქართული ვაზი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2017 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ქართული ვაზის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მონეტა მოიჭრა იაპონიის ზარაფხანაში.
„ქართული ვაზი“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925) | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოსახულება | ნომინალი | პარამეტრები | აღწერა | მოჭრის რაოდენობა | |||||||
ავერსი | რევერსი | დიამეტრი | მასა | ხარისხი | წიბო | ავერსი | რევერსი | ||||
![]() |
![]() |
5 ლარი | 33 მმ | 15,5 გ | პრუფი | გლუვი | ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით, მუქი წითელი ფერის ღვინო ქვევრში, ვაზის გამოსახულება, წარწერები: „საქართველო“, „2017“, „GEORGIE“ („საქართველო“ ფრანგულ ენაზე), „5 ლარი“ | საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, წარწერები: „5 ₾“, ფრანგულ ენაზე „LA GÉORGIE — PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX“ (საქართველო — ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი) | 1500 ც. |
„ლარის იუბილე“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2015 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ბაჩა მალაზონია. მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში.
„ლარის 20 წლის იუბილე“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925) | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გამოსახულება | ნომინალი | პარამეტრები | აღწერა | მოჭრის რაოდენობა | |||||||
ავერსი | რევერსი | დიამეტრი | მასა | ხარისხი | წიბო | ავერსი | რევერსი | ||||
![]() |
![]() |
20 ლარი | 38,61 მმ | 28,28 გ | პრუფი | გლუვი | მზე (სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი), ლარის გრაფიკული ნიშანი, წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „1995-2015“ | საკასო ცენტრის შენობა, რომელიც არის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის — ლარის შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს, ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „20“ და წარწერა „ლარი“ ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე წარწერა „National bank of Georgia“ | 1500 ც. |
საინვესტიციო მონეტების სერია — „ოქროს საწმისი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოქროს საწმისის გამოსახულებით შექმნილი ოქროს საინვესტიციო მონეტები დამზადებულია უმაღლესი 999.9 სინჯისა და ექვსი სხვადასხვა წონით შემადგენლობით (1/10‚ 1/4-‚ 1/2-‚ 1, 5 და 10-უნციიანი) მონეტების დამზადება ხდება პერიოდულად, მათზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რა დროსაც, მონეტის დიზაინში იცვლება მხოლოდ ემისიის წელი.
1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების სარეალიზაციო ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზარზე ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსის მიხედვით.
კოდების ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მახასიათებლები | ვალუტის სიმბოლო |
---|---|
გამოსახულება | ![]() |
სახელწოდება | lari sign |
Unicode Code Point | U+20BE
|
HTML Entity (Decimal) | ₾
|
HTML Entity (Hexadecimal) | ₾
|
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური საიტი
- ↑ ლარის სიმბოლო
- ↑ ლარის სიმბოლო
- ↑ Lari proposal
- ↑ http://blog.unicode.org/2015/06/announcing-unicode-standard-version-80.html
- ↑ http://www.unicode.org/charts/PDF/U20A0.pdf
- ↑ 7.0 7.1 ლარის ბანკნოტების დიზაინი განახლდება. 03.11.2015
- ↑ ganakhlebulilari.ge
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე