გუდაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გუდაური
Gudauri 2.jpg
გუდაურის ხედი ალევის ქედიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი გუდაური
კოორდინატები 42°28′33″ ჩ. გ. 44°28′43″ ა. გ. / 42.47583° ჩ. გ. 44.47861° ა. გ. / 42.47583; 44.47861
ცენტრის სიმაღლე 2196
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Increase2.svg 54[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 4702[2]
ოფიციალური საიტი http://www.gudauri.ski
გუდაური — საქართველო
გუდაური
გუდაური — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გუდაური
გუდაური — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
გუდაური
გუდაური ზამთარში

გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 ადამიანი.

დასახლება გაჩნდა XIX საუკუნის 60-იან წლებში. 1887 წელს გაიხსნა მეტეოროლიგური სადგური. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. ამ უკანასკნელის გუდაური-მლეთის მონაკვეთი (მლეთის დაღმართი, ინჟინერი — ბ. სტატკოვსკი, 1855-1861) ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სამთო გზად ითვლებოდა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის ჯალამბარის („ლებიოდკის“) მეშვეობით ადიოდნენ.

პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ის მიერ აშენდა საბაგირო გზა, რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270 მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 8[3]
2014 54[1] Increase2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. საქართველოს ფოსტა — 1805.
  3. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-28.