ეროვნული ლიგა
ქვეყანა | საქართველო |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1990 (2017) |
კლუბ. რაოდენობა | 10 |
ქვეითდება | ეროვნული ლიგა 2 |
საშინაო თასები |
თასი სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
ჩემპიონთა ლიგა ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | დინამო ბათუმი (2023) |
ყველაზე ტიტულოვანი | დინამო თბილისი (19-ჯერ) |
2024 |
Crystalbet ეროვნული ლიგა — საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი. 1990-2016 წლებში ერქვა უმაღლესი ლიგა. 2019 წლიდან ლიგა მისი პარტნიორის, Crystalbet-ის სახელს ატარებს. ტარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით. 1927-1989 წლებში საქართველოს უმაღლესი ლიგა ტარდებოდა როგორც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული შეჯიბრი. ლიგაში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას. უმაღლესი ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია „დინამო თბილისი“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1990 წლიდან ატარებს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. თამაში ვიტალი დარასელია უმცროსის ბურთის გაგორებით დაიწყო. მაშინდელ შეხვედრას დიდი რაოდენობით მაყურებელი დაესწრო.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 18 გუნდი მონაწილეობდა, შემდეგ სეზონში გუნდების რაოდენობა 20 გახდა, 1992-93 წლებში ისევ 17. 1993-94 წლის სეზონში 19 გუნდამდე გაიზარდა, თუმცა მალევე შემცირდა და 2000 წლამდე 16 გუნდი მონაწილეობდა. შემდეგი 4 წლის მანძილზე უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობდა, 2004-05 წლების სეზონში – 10, მაგრამ 2005 წელს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსული ნოდარ ახალკაცის მიერ 16 გუნდამდე გაიზარდა, რაც რეგიონების აქტიურობით იყო მოტივირებული. გარდა ამისა, ამავე პერიოდში უმაღლეს ლიგას შეუერთდნენ სოხუმის „დინამო“ და ცხინვალის „სპარტაკი“, თუმცა, ამასთანავე, უმაღლეს ლიგას უსახსრობის გამო ბევრი გუნდი ტოვებდა. 2006-08 წლების სეზონში 14 გუნდი ასპარეზობდა, 2008-09 წლებში – 11, 2009-11 წლებში – 10. 2011 წლიდან უმაღლესი ლიგა 12-გუნდიანი ჩემპიონატია. 2014 წელს ჩემპიონატი 16 გუნდიანი გახდა. 2016 წელს ჩატარდა გარდამავალი ჩემპიონატი, რომელშიც 14 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ 4 კლუბი დაქვეითდა და 2017 წლის სეზონისთვის შეიქმნა 10 გუნდიანი ჩემპიონატი, რომელსაც ეროვნული ლიგა ეწოდა.
ფორმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი თამაშობს, პირველობა ოთხ წრედ იმართება. ჩემპიონატი იწყება აგვისტოში და მთავრდება მაისში, ზამთარში ორთვიანი შესვენებაა.
ევროთასებზე კვალიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმაღლესი ლიგის გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და მეორე ეტაპიდან იწყებს, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი – უეფა-ს კონფერენს ლიგაზე.
უმაღლესი ლიგის კლუბები ევროპაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულ გუნდებს ყოველთვის უჭირდათ ევროტურნირებზე მაღალ დონეზე თამაში.ისინი ვერ სცილდებიან ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს. 1998 წელს მნიშვნელოვანი წარმატება იყო საქართველოს ჩემპიონის დინამო თბილისის მიერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა, მაგრამ ორრაუნდიან ორთაბრძოლაში სტუმრად გატანილი ერთი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ბილბაოს ატლეტიკი გავიდა.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2004 წელს დიდ წარმატებას მიაღწია თბილისის დინამომ. უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბორისოვოს ბატე, პრაღის სლავია და კრაკოვის ვისლა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქეები იყვნენ ნიუკასლ იუნაიტედი, ფრანგული სოშო, ლისაბონის სპორტინგი და ბერძნული პანიონიოსი. დინამომ ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
სახელთა ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაწყებული ეროვნული მოძრაობის გამო ქართულ კლუბებს გადაერქვათ ძველი, საბჭოური და ეწოდათ ქართული, ეროვნული სახელები: თბილისის დინამოს – იბერია თბილისი, ქუთაისის ტორპედოს – ქუთაისი, ბათუმის დინამოს – ბათუმი, სოხუმის დინამოს – ცხუმი სოხუმი, რუსთავის მეტალურგს – გორდა რუსთავი, ზესტაფონის მეტალურგს – მარგვეთი ზესტაფონი, თბილისის ლოკომოტივს – მერანი (1993-95 - მერანი ბაჩო), სამტრედიის ლოკომოტივს – სანავარდო სამტრედია, ზუგდიდის დინამოს – ოდიში ზუგდიდი, თუმცა 1992 წელს კლუბების უმეტესობას ისევ ძველი სახელები დაუბრუნდათ.
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 1968-92 წლებში თბილისის მორკინალის სახელით გამოდიოდა, 1991 წელს შეიქმნა კლუბი მერანი-91, რომელიც 2003 წელს ოლიმპი თბილისის სახელით გამოდიოდა, ამავე წელსვე დაერქვა სკ თბილისი, ხოლო 2006 წელს გაერთიანდა საფეხბურთო კლუბ რუსთავთან და ეწოდა ოლიმპი რუსთავი.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოგებათა რაოდენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | გამარჯვებული | მეორე ადგილოსანი | მესამე ადგილოსანი | გამარჯვების წლები |
---|---|---|---|---|
დინამო თბილისი | 1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022 | |||
ტორპედო ქუთაისი | 1999-00, 2000-01, 2001-02, 2017 | |||
დინამო ბათუმი | 2021, 2023 | |||
ვიტ ჯორჯია თბილისი | 2003-04, 2008-09 | |||
რუსთავი | 2006-07, 2009-10 | |||
ზესტაფონი | 2010-11, 2011-12 | |||
სამტრედია | 2016 | |||
დილა | 2014-15 | |||
სიონი | 2005-06 | |||
საბურთალო | 2018 |
ყველა დროის ცხრილი (1990 – 2008-09)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილი | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | სხ | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | დინამო თბილისი | 615 | 446 | 94 | 75 | 1623 | 462 | 1161 | 1432 |
2 | ტორპედო ქუთაისი | 553 | 292 | 100 | 161 | 1011 | 648 | 363 | 976 |
3 | დინამო ბათუმი | 580 | 252 | 124 | 204 | 874 | 637 | 273 | 880 |
4 | კოლხეთი 1913 ფოთი | 527 | 250 | 95 | 182 | 828 | 641 | 187 | 845 |
5 | ვიტ ჯორჯია | 365 | 189 | 93 | 83 | 541 | 305 | 236 | 660 |
6 | მეტალურგი რუსთავი | 435 | 181 | 76 | 178 | 680 | 612 | 68 | 619 |
7 | ოლიმპი თბილისი* | 395 | 181 | 92 | 122 | 536 | 402 | 134 | 635 |
8 | ლოკომოტივი თბილისი | 364 | 169 | 86 | 99 | 484 | 341 | 143 | 593 |
9 | დილა გორი | 554 | 166 | 90 | 298 | 618 | 928 | 588 | |
10 | სიონი ბოლნისი | 428 | 166 | 79 | 182 | 507 | 571 | 577 | |
11 | შევარდენი 1906 თბილისი | 373 | 134 | 70 | 169 | 510 | 571 | 61 | 472 |
12 | სამტრედია | 335 | 127 | 58 | 150 | 474 | 539 | 65 | 439 |
13 | ბაია ზუგდიდი * | 359 | 137 | 48 | 174 | 533 | 614 | 459 | |
14 | გურია ლანჩხუთი | 338 | 124 | 45 | 169 | 491 | 657 | 417 | |
15 | სამგურალი წყალტუბო | 333 | 113 | 53 | 167 | 396 | 584 | 392 | |
16 | მარგვეთი ზესტაფონი | 247 | 98 | 43 | 106 | 397 | 443 | 337 | |
17 | ზესტაფონი | 148 | 84 | 30 | 34 | 236 | 124 | 112 | 282 |
18 | ივერია ხაშური | 190 | 51 | 33 | 106 | 185 | 295 | 110 | 186 |
19 | კახეთი თელავი | 214 | 61 | 28 | 125 | 266 | 471 | 211 | |
20 | ცხუმი სოხუმი | 159 | 59 | 22 | 72 | 265 | 269 | 4 | 199 |
21 | ალაზანი გურჯაანი | 125 | 55 | 20 | 50 | 197 | 224 | 185 | |
22 | ამერი | 82 | 47 | 13 | 22 | 133 | 67 | 66 | 154 |
23 | ბორჯომი | 112 | 38 | 20 | 54 | 132 | 184 | 134 | |
24 | კოლხეთი ხობი | 119 | 33 | 25 | 61 | 154 | 208 | 124 | |
25 | მზიური გალი | 91 | 33 | 16 | 42 | 125 | 162 | 115 | |
26 | ამირანი ოჩამჩირე | 91 | 27 | 21 | 43 | 111 | 148 | 102 | |
27 | მერცხალი ოზურგეთი | 123 | 24 | 22 | 77 | 122 | 248 | 94 | |
28 | მრეტები თბილისი | 106 | 26 | 15 | 65 | 114 | 210 | 93 | |
29 | საპოვნელა თერჯოლა | 66 | 25 | 11 | 30 | 98 | 122 | 86 | |
30 | სპარტაკი ცხინვალი | 112 | 21 | 18 | 83 | 88 | 270 | 81 | |
31 | მესხეთი ახალციხე | 56 | 18 | 14 | 24 | 52 | 72 | 68 | |
32 | სულორი ვანი | 57 | 19 | 10 | 28 | 82 | 123 | 67 | |
33 | ჭიათურა | 66 | 18 | 11 | 37 | 81 | 145 | 65 | |
34 | მარგვეთი ზესტაფონი | 64 | 15 | 11 | 38 | 50 | 123 | 56 | |
35 | არსენალი თბილისი | 58 | 14 | 14 | 39 | 55 | 94 | 56 | |
36 | სპარტაკი თბილისი | 62 | 12 | 11 | 39 | 44 | 115 | 47 | |
37 | მერანი თბილისი | 52 | 12 | 9 | 31 | 35 | 95 | 45 | |
38 | შუქურა ქობულეთი | 30 | 13 | 3 | 14 | 44 | 57 | 42 | |
39 | მცხეთა | 33 | 12 | 5 | 16 | 41 | 63 | 41 | |
40 | დურუჯი ყვარელი | 60 | 9 | 4 | 47 | 51 | 192 | 31 | |
41 | გაგრა | 30 | 7 | 7 | 16 | 23 | 48 | 28 | |
42 | მილანი წნორი | 32 | 6 | 8 | 18 | 18 | 54 | 26 | |
43 | დინამო თბილისი-2 | 28 | 6 | 6 | 16 | 33 | 57 | 24 | |
44 | ჩიხურა საჩხერე | 27 | 6 | 6 | 15 | 15 | 47 | 24 | |
45 | ეგრისი სენაკი | 30 | 5 | 2 | 23 | 42 | 90 | 17 |
თ = ჩატარებული თამაშები; მ = მოგება; ფ = ფრე; წ = წაგება; გტ = გატანილი გოლები; გშ = გაშვებული გოლები; სხ = სხვაობა; ქ = ქულები
- ოლიმპი თბილისი − 2006 წლამდე სკ თბილისი, ხოლო 2006 წლიდან ოლიმპი რუსთავი.
- ბაია ზუგდიდი 2006 − წლამდე ოდიში ზუგდიდი.
ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ფეხბურთელი | გუნდი |
---|---|---|
1997-98 | დავით მუჯირი | დინამო თბილისი |
1998-99 | რატი ალექსიძე | დინამო თბილისი |
1999-00 | ზურაბ იონანიძე | ტორპედო ქუთაისი |
2000-01 | ზაზა ზირაქიშვილი | დინამო თბილისი |
2001-02 | მალხაზ ასათიანი | ტორპედო ქუთაისი |
2002-03 | ზურაბ იონანიძე | ტორპედო ქუთაისი |
2003-04 | დავით კვირკველია | დინამო თბილისი |
2004-05 | ლევან მელქაძე | დინამო თბილისი |
2005-06 | ოთარ მარცვალაძე | ვიტ ჯორჯია |
2006-07 | სანდრო იაშვილი | დინამო თბილისი |
2007-08 | გიორგი მერებაშვილი | დინამო თბილისი |
2008-09 | გიორგი მერებაშვილი | დინამო თბილისი |
2009-10 | ანდერსონ აკინო | ოლიმპი რუსთავი |
2016 | ბუდუ ზივზივაძე | სამტრედია |
2017 | ირაკლი სიხარულიძე | ლოკომოტივი |
2018 | გიორგი გაბედავა | საჩხერის ჩიხურა |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
- Goli.ge
- ჩემპიონატის ოფიციალური საიტი
- ეროვნული ლიგა - ცოცხალი ანგარიშები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|