სამგორი (თბილისის მეტრო)
იერსახე
| „სამგორი“ | |
|---|---|
|
პირველი ხაზი | |
| თბილისის მეტროპოლიტენი | |
|
ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი | |
| ამოსასვლელი | 41°41′09″N 44°51′13″E / 41.68581836086027° ჩ. გ. 44.85349369116603° ა. გ. |
| რაიონი | ისნის რაიონი |
| გახსნის თარიღი | 5 მაისი, 1971 |
| ტიპი | მიწისქვეშა, ზედაპირული კოლონური |
| ბაქნების რაოდენობა | 1 |
| ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
| ბაქნის სიგრძე | 102 მ |
| არქიტექტორ(ებ)ი | ნ. ლომიძე |
| მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
| ქალაქში გასასვლელი | ქეთევან დედოფლის გამზირი |
| სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
|
| |
| „სამგორი“ ვიკისაწყობში | |
სამგორი — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ისანის და ვარკეთილის სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1971 წლის მაისში. არქიტექტორი ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
მდებარეობს თბილისის რკინიგზის საკვანძო სადგურის „ნავთლუღის“ შენობასთან. აგებულია ღია წესით. მიწისზედა ვესტიბიული არა აქვს. მიწისქვეშა სადგურს უკავშირდება კიბით. ქვედა დარბაზში თეთრი სვეტების ორ რიგზე დაყრდნობილი კოჭოვანი გადახურვაა. ჭერიც თეთრია, კედლები – კონტრასტულად წითელი (კერამიკული პანოების ავტორები არიან მხატვრები: ი. ტაბიძე, რ. თორდია, ა. ხარებავა).[1] სადგურში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტროსადგური „სამგორი“ თბილისის მეტროს ოფიციალურ საიტზე[მკვდარი ბმული]
- მეტროსადგური „სამგორი“ თბილისის ოფიციალური საიტის გზამკლვევში დაარქივებული 2024-12-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.

